2026-03-13

ხობის N1 საჯარო სკოლის მთავარი კორპუსის სახურავის მოწყობის პროექტი ხორციელდება

  



საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მთავარი კორპუსის სახურავის მოწყობის პროექტი ხორციელდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 124 793 ლარია.

პროექტებს ხობის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს.

2026-01-28

გენეტიკა გუშინ, დღეს და ხვალ — XI კლასელთა კვლევა და პრეზენტაცია

🧬 სიცოცხლის კოდის ძიებაში: XI კლასელების სამეცნიერო მოგზაურობა

რა განსაზღვრავს ჩვენს ვინაობას? როგორ იწერება სიცოცხლის კოდი და სად გადის ზღვარი დღევანდელ შესაძლებლობებსა და ხვალინდელ ფანტასტიკას შორის?

ამ კითხვებზე პასუხის საძიებლად ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა ნამდვილი სამეცნიერო მოგზაურობა მოაწყვეს. პრეზენტაცია თემაზე — „გენეტიკა გუშინ, დღეს და ხვალ“ — არ იყო მხოლოდ თეორიული მასალის მიმოხილვა. ეს იყო სიღრმისეული მსჯელობა მემკვიდრეობითობის საიდუმლოებებზე: მენდელის ფუნდამენტური კანონებიდან დაწყებული, თანამედროვე გენურ ინჟინერიამდე და იმ იმედისმომცემ პერსპექტივებამდე, რომლებსაც მომავლის მედიცინა გვპირდება.

პროექტის გზამკვლევი: ამ საინტერესო ინიციატივის სულისჩამდგმელი ბიოლოგიის მასწავლებელი — თამილა გერგაია გახლავთ. სწორედ მისი პროფესიონალიზმისა და ენთუზიაზმის დამსახურებაა, რომ მოსწავლეებმა შეძლეს რთული სამეცნიერო საკითხების ასე შემოქმედებითად გააზრება. ქალბატონმა თამილამ კიდევ ერთხელ დაანახა ახალგაზრდებს, რომ ბიოლოგია ცოცხალი, მუდმივად განვითარებადი მეცნიერებაა, რომელიც ჩვენს თვალწინ ცვლის სამყაროს.

🙌 ვულოცავთ XI კლასელებს ამ წარმატებულ ნაბიჯს! სკოლა ამაყობს თქვენი ნოვატორული ხედვითა და მეცნიერებისადმი ასეთი დიდი ინტერესით.

#სკოლა #განათლება #გენეტიკა #ბიოლოგია #მეცნიერება #მომავალითაობა

2025-12-26

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 

ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშების გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება გაიმართა.

მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული საჯარო სკოლების გუნდები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. მათ შორის იყვნენ სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდებიც, რომლებმაც შემდეგი შედეგები აჩვენეს:

  • ფრენბურთი (გოგონები) – I ადგილი;

  • მძლეოსნობა (ვაჟები) – I ადგილი;

  • მხიარული სტარტები – I ადგილი;

  • კალათბურთი (გოგონები) – II ადგილი.

ვულოცავთ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს ამ დიდ წარმატებას და მომდევნო ეტაპზე გამარჯვებას ვუსურვებთ!

მასწავლებლები: ლაშა სიჭინავა, მზია ჯობავა-სატაური.

წარმოგიდგენთ ტვინების ბრძოლის ფინალისტბს!

  

ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ ფინალურ ტურში ასპარეზობის დასრულებას!
​მართალია, ამჯერად გამარჯვების თასი სხვას ხვდა წილად, მაგრამ თქვენ მოიპოვეთ რაღაც უფრო ძვირფასი — გამოცდილება და პროფესიული ზრდა.
​ ​გვეამაყება, რომ ჩვენი სკოლიდან ასპარეზობაში მონაწილე ხუთივე გუნდმა ბრწყინვალედ გაართვა თავი დასახულ ამოცანებს და საპატიო ადგილი დაიკავა ფინალურ ტურში!
​ეს წარმატება თქვენი დაუღალავი შრომის, გუნდურობისა და ნიჭის დამსახურებაა. ფინალში ასპარეზობა არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ უნიკალური გამოცდილებაა, რომელიც წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია თქვენს განვითარებაში.
​დაიმახსოვრეთ:
​თითოეული გამოწვევა ახალი შესაძლებლობაა.
​თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ, რადგან საუკეთესოთა შორის მოხვდით.

2025-12-10

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი - ვახო ლოლუა, მშობლიურ სკოლაში

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი - ვახო ლოლუა, მშობლიურ სკოლაში
ჩვენ გვჯერა, ვახო ბევრჯერ გაიმარჯვებს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე.
გვეამაყება და ვუსურვებთ წარმატებებს.

2025-12-08

ფოთმა ქართული ლიგის ფესტივალს უმასპინძლა

ფოთმა ქართული ლიგის ფესტივალს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ფოთის, ხობისა და სენაკის სკოლები. 

ფესტივალში წარმოდგენილი იყო 8 კრეატიული გუნდი:

🔹 ჰარალე – ფოთის IV საჯარო სკოლა

🔹 მანდარინები – ხეთის საჯარო სკოლა

🔹 ფენექსი – ფოთის XII საჯარო სკოლა

🔹 არველოდი – ხობის I საჯარო სკოლა

🔹 ბორბოლია – სენაკის ნაკრების გუნდი

🔹 ბავშვები 402 ოთახიდან

🔹 ხოხობი – ხობის II საჯარო სკოლა

🔹 გრანდი – ფოთის XV საჯარო სკოლა

🥇 ფესტივალის გამარჯვებული გახდა გუნდი „გრანდი“.

🥈 II ადგილი – გუნდი „არველოდი“.

🥉 III ადგილი – გუნდი „ბორბოლია“.

აღნიშნული ფესტივალი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომელიც ხელს უწყობს მათ ნიჭისა და უნარების გამოვლენაში.