2024-04-23

ვახტანგ ლოლუას ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონობას ვულოცავთ!

სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა ულოცავს მე-11 კლასის მოსწავლეს, ვახტანგ ლოლუას ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონობას.

 

კვირეული- ,,მათემატიკა- მეცნიერების დედოფალი...".

 სსიპ ქ. ხობის N1 საჯარო სკოლაში, მათეატიკის მასწავლბლის Khatuna Gergaia- ს ინიციატივით და მასწავლებლების: ია ალანიას ,ლელა უბილავას, მედეა ქობალიას, მანანა წულეისკირის, შორენა ხვიჩიას აქტიური ჩართულობით გაიმართა კვირეული- ,,მათემატიკა- მეცნიერების დედოფალი...". კვირეულის ფარგლებში განხორცილედა მრავალი საინტერესო აქტივობა, მოეწყო გამოფენა.

კვირეული დასრულდა კონფერენციით , რომელშიც მონაწილეობდნენ VI- IX კლსის მოსწვლეები, რომლებმაც საკონფერენციო თემებში წარმოაჩინეს მათემატიკის კავშირი მეცნიერების სხვადასხვა დარგებთან.

"გაზაფხული შემოიჭრა სულში"

მადლობა  ღონისძიების ორგანიზატორებს, მასწავლებლებს: მარინე ჯღარკავას, მარინე სიხარულიძეს

2024-04-12

მემორიალურ ტურნირში გამარჯვებული ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა

  

 ქ. ხობში დათა ხურცილავას სახელობის მინი სტადიონზე ტრაგიკულად დაღუპული ანრი ჯგერენაიას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩები გაიმართა. 
  შეჯიბრში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 16  გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი სკოლა ,,არეამ“, ხოლო მესამე ადგილი საჯიჯაოს საჯარო სკოლის  ნორჩმა ფეხბურთელებმა დაიკავეს.
 სპორტულ ღონისძიებას ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ. 
პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და  ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.