2020-05-13

ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე FLEX-ის გამარჯვებულია

დავით კორტავა
ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დავით კორტავა, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულია.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა გამარჯვებულ მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ, მასპინძელ ოჯახთან ერთად, ერთი აკადემიური წლის მანძილზე.
პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო.
----------------------------------------------
სკოლის დირექტორის ქეთინო გაბისონიას მილოცვა
David
სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა ულოცავს მე-11 კლასის მოსწავლეს დავით კორტავას მომავლის ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) -ში გამარჯვებას.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროგრამა დაგეხმარება პირივნულ ზრდაში, მოგცემს შესაძლებლობებს გახდე უფრო დამოუკიდებელი და მოემზადო დიდი ცვლილებებისათვის.
წარმატებებს გისურვებთ ამ საინტერესო გზის დასაწყისში