2020-10-05

საჩვენებელი გაკვეთილი „აი ია“

 


სსიპ ქალაქ ხობის N 1საჯარო სკოლის პირველი კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა ბელა ხორავამ და შორენა ხვიჩიამ ჩაატარეს საჩვენებელი გაკვეთილი „აი ია“.



პატარებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს. მათ გაიცნეს „ი“ და „ა“ ასოები; გაიხსენეს შესწავლილი ლექსები იაზე; თავიანთი პატარა ხელებით დაამზადეს აპლიკაციები. გაკვეთილი დატვირთული იყო სხვადასხვა სახალისო აქტივობით.

2020-10-02

ინტელექტ-ჩემპიონატი "ეტალონი 2020-2021" პირველი ეტაპი ჩატარდა

 


სსიპ ხობის ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლაში, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი "ეტალონი 2020-2021" პირველი ეტაპი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა VIII,IX,X,XI კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.კონკურსანტებს ვუსურვებთ წარმატებებს.

წყარო: https://www.facebook.com/photo?fbid=3336411443108187&set=pcb.3336412106441454