2021-04-22

დედამიწის დღე

 


22 აპრილი, დღე როდესაც ადამიანები შეახსენებენ ერთმანეთს იმ გარემოსდაცვითი პრობლემის შესახებ, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას.

სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლაში ამ დღის აღსანიშნავად სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა.
ისეთ სასკოლო გარემოში , სადაც მასწავლებლები რეგულარულად თანამშრომლობენ, პანდემიის პირობებშიც, შეუძლებელიც შესაძლებელია.🥰
მადლობა თითოეულ მასწავლებელს, მოსწავლეს რომლებიც აქტიურად იყვენენ ჩართული ამ აქტივობების განხორციელებაში.

2021-04-09

ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლებისკენ სვლის დასაწყისი გაიხსენეს


სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლებისკენ სვლის დასაწყისი გაიხსენეს, 32 წლის წინანდელი საქართველო, ქართველი ხალხის დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა .

უყვებოდნენ უფროსკლასელები პატარებს თუ როგორ შეიწირა სრულიად უდანაშაულო ადამიანები, სკოლის მოსწავლეები საბჭოთა სადამსჯელო მანქანამ . რომლებიც ჯავშანტრანსპორტიორებს და ტანკებს ანთებული სანთლებით ხელში შეხვდნენ, რადგან სწამდათ, რომ იქ ყოფნა იყო გადამწყვეტი თავისუფლების მიღწევისთვის.
სკოლის ეზოში ხეებზე ლექსები იყო მიკრული- ,,9 აპრილის პოეზია“. გადაადგილდებოდნენ მოსწავლეები ერთი ხიდან მეორისკენ, კითხულობდნენ ლექსებს რომლითაც ხალხი 32 წლის წინ ეხმაურებოდა 9 აპრილის ღამის კოშმარს .
,,თქვენ გინდათ, რომ მოკვდეთ დიდ საქართველოსთვის,
თქვენ მართლა დიდ ამბავს, დიდ საქმეს შემოწვდით.
მე ისე მომწონხართ და ისე მიყვარხართ
მე მინდა იცოცხლოთ დიდ საქართველოსთვის“...