Showing posts with label წარმატებული მოსწავლეები. Show all posts
Showing posts with label წარმატებული მოსწავლეები. Show all posts

2026-07-06

ენერგეტიკის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენაზე ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

 


✅საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის -  „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ქ. სენაკის ტექნოპარკში ,ხობის და სენაკის მოსწავლეების მიერ  ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების      გამოფენა/პრეზენტაცია გაიმართა.

   ✅დაჯილდოების ღონისძიებაზე  საპატიო სტუმრებმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.  

  ✅ საუკეთესოთა  შორის საუკეთესოდ დასახელდნენ სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის  მოსწავლეები:

ცოტნე ქაჯაია 

მონიკა თათარიშვილი-რომლებიც  პორტატული  კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს . ვუსურვებთ შემდგომ  წარმატებებს. 


2026-05-28

ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით! გამარჯვება ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტში

 


სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მე-8(ა) კლასის მოსწავლე მონი​კა თათარიშვილი და მე-8(ბ) კლასის მოსწავლე ცოტნე ქაჯაია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის — „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ — გამარჯვებულები გახდნენ!

ვულოცავთ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებელს, მანანა ჭანტურიას, ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ წინსვლას.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრს აქტიური მხარდაჭერისთვის.

2025-01-18

შეხვედრა საქართველოს ჩემპიონთან ვახტანგ ლოლუასთან

 


17 იანვარს, სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლაში შედგა შეხვედრა   მეთორმეტე კლასის მოსწავლე ,ვახტანგ ლოლუასთან , რომელიც ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა 

    ვახომ ისაუბრა მომავლის გეგმებზე, მისი გამარჯვების  ფორმულაზე.

  სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის, სასკოლო საზოგადოების სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ვახოს ევროპის და მსოფლიო ტურნირებზე.

2025-01-11

ვახტანგ ლოლუა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია!

 

სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა ,ულოცავს XII კლასის მოსწავლეს, ვახტანგ ლოლუას , ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონობას

2024-11-28

პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“

 


პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმართველობის მხარდაჭერით, საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ -ს ფარგლებში სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი გადაეცათ . მათ შორის იყვნენ სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები:

❗️დავით თუთბერიძე
❗️ნინი ბერაია
❗️გია ქანთარია
❗️ელენე ჯობავა
❗️ირაკლი ჯობავა
❗️თამარი ლოლუა
კლასის ხელმძღვანელი Tea Kvaracxelia
2022-2023 წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები :
❗️სალომე ალანია -ოქრო
❗️ანა ბუკია -ოქრო
❗️მარიამი დოლბაია -ოქრო
❗️კუმბერი კილასონიას- ოქრო
❗️საბა კუკავა - ოქრო
❗️მარიამ ნადარაიას- ოქრო
❗️გიორგი შონიას- ოქრო
❗️ლუკა ჯობავას - ოქრო
❗️ბუბა ჯიქიას- ოქრო
❗️მარიამ ლომაია - ვერცხლი
❗️მარიამ ფაჩულია - ვერცხლი
ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
განსაკუთრებული მადლობა მათ მასწავლებლებს.

2024-11-26

მე-10 კლასის მოსწავლე ელენე ჯობავა Erasmus+ გამარჯვებული გახდა

  

სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ელენე ჯობავა, გახდა Erasmus+ პროგრამის გამარჯვებული. მონაწილეები წარადგინა ქალთა ფონდმა- „სოხუმი".

ელენე ერთი კვირით გაემგზავრა პოლონეთში, სადაც პროგრამის ფარგლებში ჩაერთვება სხვადასხვა აქტივობებში.
წარმატებებს ვუსურვებთ ელენეს!

2024-11-25

ცოტნე ქაჯაია STEM სკოლის სასწავლო ონლაინ კურსის წარმატებული მოსწავლე

 

STEM სკოლა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას.
STEM სკოლაში მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში მისაღები გამოცდების წარმატებით გავლის შემდეგ, სასწავლო კურსს ონლაინ გადის სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ცოტნე ქაჯაია. მათემატიკის მასწავლებლის Khatuna Gergaia
STEM სკოლის შექმნის ერთ-ერთი იდეა მაღალი ხარისხის განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობაა. წარმატებებს ვუსურვებთ ცოტნეს ამ საინტერესო პრეოქტში.