Showing posts with label სპორტი. Show all posts
Showing posts with label სპორტი. Show all posts

2025-12-26

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 

ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშების გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება გაიმართა.

მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული საჯარო სკოლების გუნდები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. მათ შორის იყვნენ სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდებიც, რომლებმაც შემდეგი შედეგები აჩვენეს:

  • ფრენბურთი (გოგონები) – I ადგილი;

  • მძლეოსნობა (ვაჟები) – I ადგილი;

  • მხიარული სტარტები – I ადგილი;

  • კალათბურთი (გოგონები) – II ადგილი.

ვულოცავთ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს ამ დიდ წარმატებას და მომდევნო ეტაპზე გამარჯვებას ვუსურვებთ!

მასწავლებლები: ლაშა სიჭინავა, მზია ჯობავა-სატაური.

2025-11-12

ვულოცავ სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებას!

ვულოცავ სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებას!

ეს მათი დიდი წარმატებაა! განსაკუთრებული მილოცვა და მადლობა მასწავლებელს, ბატონ ლაშა სიჭინავას, გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის! 🏆

წარმატებებს ვუსურვებ გოგონებს მომავალ ასპარეზობებშიც!

2024-11-14

ჭადრაკი- წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს ნახევარფინალში

 1/4 ფინალის შედეგები

🔹ქ. ხობის N1 სკოლა - საჯიჯაოს სკოლა 2:1
🔹ქ. ხობის N2 სკოლა - პირველი მაისის სკოლა1.5-1.5 (ასაკის სხვაობით გამარჯვებული: ქ. ხობის N2 სკოლა)
🔹 სკოლა არეა - ჭალადიდის სკოლა 2:1
🔹შუა ხორგის სკოლა - ახალსოფლის სკოლა 2:1
ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრები წარიმართა. მადლობა ყველა გუნდს

2024-11-09

გაბრიელ ქანდარიამ პირველი ადგილი დაიკავა

 

ჭადრაკის საკვალიფიკაციო ტურნირზე გაბრიელ ქანდარიამ უმცროს მოჭადრაკეთა შორის V თანრიგზე, სადაც 33 მოჭადრაკე მონაწილეობდა, პირველი ადგილი დაიკავა 

სსიპ ქალაქ ხობის   N1 საჯარო  სკოლა,  ჭადრაკის საკვალიფიკაციო  ტურნირზე პირველი ადგილის დაკავებას ულოცავს  მესამე კლასის მოსწავლეს, გაბრიელ ქანდარას და უსურვებს შემდეგ წარმატებებს



2024-09-29

ხობის N1 საჯარო სკოლის ნორჩ მოჭადრაკეთა წარმატება რეგიონალურ ტურნირში

 

ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის ნორჩ მოჭადრაკეთა გუნდმა საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის რეგიონულ პირველობაზე ("ნონა გაფრინდაშვილის თასი") მესამე ადგილი დაიკავა.
გუნდის კაპიტანი და ჭადრაკის პედაგოგი: ლელა უბილავა.

2024-06-02

 


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის „ჭადრაკის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებით საფეხურზე“ ფარგლებში, 2 ივნისს ქ. ხობში ჭადრაკის სასკოლო ოლიმპიადა - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ გაიმართა. 

   ოლიმპიადაში   სსიპ ქ. ხობის N1 საჯარო სკოლიდან მონაწილეობას ღებულობდნენ: ანდრია ღვინჯილია, ანამარია ქაჯაია და გაბრიელ ქანდარია. .მასწავლებელი ლელა უბილავა

  ტურნირის გამარჯვებული გახდა ჩვენი სკოლის მოსწავლეები.  

ვულოცავთ  ჩვენს უჭკვიანეს ბვშვებს და მათ პედაგოგს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც.

2024-04-12

მემორიალურ ტურნირში გამარჯვებული ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა

  

 ქ. ხობში დათა ხურცილავას სახელობის მინი სტადიონზე ტრაგიკულად დაღუპული ანრი ჯგერენაიას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩები გაიმართა. 
  შეჯიბრში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 16  გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი სკოლა ,,არეამ“, ხოლო მესამე ადგილი საჯიჯაოს საჯარო სკოლის  ნორჩმა ფეხბურთელებმა დაიკავეს.
 სპორტულ ღონისძიებას ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ. 
პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და  ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.