2024-04-12

მემორიალურ ტურნირში გამარჯვებული ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა

  

 ქ. ხობში დათა ხურცილავას სახელობის მინი სტადიონზე ტრაგიკულად დაღუპული ანრი ჯგერენაიას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩები გაიმართა. 
  შეჯიბრში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 16  გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი სკოლა ,,არეამ“, ხოლო მესამე ადგილი საჯიჯაოს საჯარო სკოლის  ნორჩმა ფეხბურთელებმა დაიკავეს.
 სპორტულ ღონისძიებას ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ. 
პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და  ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.

















No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.