სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლებისკენ სვლის დასაწყისი გაიხსენეს, 32 წლის წინანდელი საქართველო, ქართველი ხალხის დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა . უყვებოდნენ უფროსკლასელები პატარებს თუ როგორ შეიწირა სრულიად უდანაშაულო ადამიანები, სკოლის მოსწავლეები საბჭოთა სადამსჯელო მანქანამ . რომლებიც ჯავშანტრანსპორტიორებს და ტანკებს ანთებული სანთლებით ხელში შეხვდნენ, რადგან სწამდათ, რომ იქ ყოფნა იყო გადამწყვეტი თავისუფლების მიღწევისთვის.
სკოლის ეზოში ხეებზე ლექსები იყო მიკრული- ,,9 აპრილის პოეზია“. გადაადგილდებოდნენ მოსწავლეები ერთი ხიდან მეორისკენ, კითხულობდნენ ლექსებს რომლითაც ხალხი 32 წლის წინ ეხმაურებოდა 9 აპრილის ღამის კოშმარს .
,,თქვენ გინდათ, რომ მოკვდეთ დიდ საქართველოსთვის,
თქვენ მართლა დიდ ამბავს, დიდ საქმეს შემოწვდით.
მე ისე მომწონხართ და ისე მიყვარხართ
მე მინდა იცოცხლოთ დიდ საქართველოსთვის“...