2026-09-29

მინისტრმა გივი მიქანაძემ ქ ხობის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლაშა სიჭინავა დააჯილდოვა

  


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ , მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის, საქმისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა  და დააჯილდოვა სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლაშა სიჭინავა.

  ვულოცავთ ბატონ ლაშას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში

2026-09-16

2026-2027 ახალი სასწავლო წლის დაწყება სსიპ ხობის N1 საჯარო სკოლაში

 


ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებებსა და პედაგოგებო,

სსიპ ხობის N1 საჯარო სკოლის დირექცია გულითადად გილოცავთ 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პატარა პირველკლასელებს — წელს სკოლის ზღურბლი 20 პირველკლასელი შემოაბიჯა.

გიხაროდენ, პატარებო! თქვენს კლასს გამოცდილი და მზრუნველი პედაგოგი, შორენა ხვიჩია უძღვება, რომელიც დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით შეგხვდათ. გვჯერა, რომ წინ საინტერესო, მეგობრული და წარმატებული წლები გელით.

მთელ სასკოლო საზოგადოებას ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ენერგიასა და ახალ მიღწევებს. ყოფილიყოს ეს წელი ცოდნის, სიახლეებისა და წარმატებების წელი თითოეული თქვენგანისთვის!

წარმატებები ახალ სასწავლო წელს!

სკოლის დირექტორი ქეთინო გაბისონია

2026-07-18

25 წელი ტკბილი მოგონებებიდან!

​ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის 2001 წლის კურსდამთავრებულები სკოლის დამთავრების 25 წლის იუბილეზე შეიკრიბნენ. მეოთხედი საუკუნის შემდეგ, ბავშვობის მეგობრებმა ისევ ერთად მოიყარეს თავი, გაიხსენეს სასკოლო წლები, საყვარელი პედაგოგები და ის დაუვიწყარი წუთები, რომლებმაც მათ ერთმანეთი მყარად დაუკავშირა.

​ეს იყო სიყვარულით, მონატრებითა და სიხარულით სავსე დღე, რომელიც კიდევ დიდხანს დარჩება თითოეული მათგანის მეხსიერებაში. 





2026-07-06

ენერგეტიკის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენაზე ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

 


✅საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის -  „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ქ. სენაკის ტექნოპარკში ,ხობის და სენაკის მოსწავლეების მიერ  ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების      გამოფენა/პრეზენტაცია გაიმართა.

   ✅დაჯილდოების ღონისძიებაზე  საპატიო სტუმრებმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.  

  ✅ საუკეთესოთა  შორის საუკეთესოდ დასახელდნენ სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის  მოსწავლეები:

ცოტნე ქაჯაია 

მონიკა თათარიშვილი-რომლებიც  პორტატული  კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს . ვუსურვებთ შემდგომ  წარმატებებს. 


2026-05-28

ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით! გამარჯვება ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტში

 


სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მე-8(ა) კლასის მოსწავლე მონი​კა თათარიშვილი და მე-8(ბ) კლასის მოსწავლე ცოტნე ქაჯაია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის — „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ — გამარჯვებულები გახდნენ!

ვულოცავთ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებელს, მანანა ჭანტურიას, ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ წინსვლას.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრს აქტიური მხარდაჭერისთვის.

2026-04-09

ლიტერატურული კომპოზიცია- ,,ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!..“ 🇬🇪🇬🇪🇬🇪


 

    ,,უფრო ცბიერი და ცბიერი მტრებიც გვყოლია, მაგრამ ხომ გესმის, ახლაც ქართულად ვლაპარაკობთ. ჩვენ გადაშენება არ გვიწერია... 

      გადაშენება და გადაჯიშებაც იმათი ხვედრია, ვისაც ბევრი არაფერი აქვთ დასაკარგი და, ბუნებრივია, რაც არ გააჩნიათ, იმას ვერ ებღაუჭებიან ხოლმე. 

... ნუ გეშინია. დიდ წინაპართა უყოლობამ, ბლომად შურიც იცის ხოლმე, არაა დიდად გასაკვირვი..."

გურამ დოჩანაშვილი-  „ორნი აქა-იქ“


მასწავლებლი : მარინე ჯღარკავა

ვიდეო: ირაკლი შონია-ხობარი 



2026-03-13

ხობის N1 საჯარო სკოლის მთავარი კორპუსის სახურავის მოწყობის პროექტი ხორციელდება

  



საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მთავარი კორპუსის სახურავის მოწყობის პროექტი ხორციელდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 124 793 ლარია.

პროექტებს ხობის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს.

2026-01-28

გენეტიკა გუშინ, დღეს და ხვალ — XI კლასელთა კვლევა და პრეზენტაცია

🧬 სიცოცხლის კოდის ძიებაში: XI კლასელების სამეცნიერო მოგზაურობა

რა განსაზღვრავს ჩვენს ვინაობას? როგორ იწერება სიცოცხლის კოდი და სად გადის ზღვარი დღევანდელ შესაძლებლობებსა და ხვალინდელ ფანტასტიკას შორის?

ამ კითხვებზე პასუხის საძიებლად ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა ნამდვილი სამეცნიერო მოგზაურობა მოაწყვეს. პრეზენტაცია თემაზე — „გენეტიკა გუშინ, დღეს და ხვალ“ — არ იყო მხოლოდ თეორიული მასალის მიმოხილვა. ეს იყო სიღრმისეული მსჯელობა მემკვიდრეობითობის საიდუმლოებებზე: მენდელის ფუნდამენტური კანონებიდან დაწყებული, თანამედროვე გენურ ინჟინერიამდე და იმ იმედისმომცემ პერსპექტივებამდე, რომლებსაც მომავლის მედიცინა გვპირდება.

✨ პროექტის გზამკვლევი: ამ საინტერესო ინიციატივის სულისჩამდგმელი ბიოლოგიის მასწავლებელი — თამილა გერგაია გახლავთ. სწორედ მისი პროფესიონალიზმისა და ენთუზიაზმის დამსახურებაა, რომ მოსწავლეებმა შეძლეს რთული სამეცნიერო საკითხების ასე შემოქმედებითად გააზრება. ქალბატონმა თამილამ კიდევ ერთხელ დაანახა ახალგაზრდებს, რომ ბიოლოგია ცოცხალი, მუდმივად განვითარებადი მეცნიერებაა, რომელიც ჩვენს თვალწინ ცვლის სამყაროს.

🙌 ვულოცავთ XI კლასელებს ამ წარმატებულ ნაბიჯს! სკოლა ამაყობს თქვენი ნოვატორული ხედვითა და მეცნიერებისადმი ასეთი დიდი ინტერესით.

#სკოლა #განათლება #გენეტიკა #ბიოლოგია #მეცნიერება #მომავალითაობა