ეს იყო სიყვარულით, მონატრებითა და სიხარულით სავსე დღე, რომელიც კიდევ დიდხანს დარჩება თითოეული მათგანის მეხსიერებაში.ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის 2001 წლის კურსდამთავრებულები სკოლის დამთავრების 25 წლის იუბილეზე შეიკრიბნენ. მეოთხედი საუკუნის შემდეგ, ბავშვობის მეგობრებმა ისევ ერთად მოიყარეს თავი, გაიხსენეს სასკოლო წლები, საყვარელი პედაგოგები და ის დაუვიწყარი წუთები, რომლებმაც მათ ერთმანეთი მყარად დაუკავშირა.




No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.