ეს იყო სიყვარულით, მონატრებითა და სიხარულით სავსე დღე, რომელიც კიდევ დიდხანს დარჩება თითოეული მათგანის მეხსიერებაში.ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის 2001 წლის კურსდამთავრებულები სკოლის დამთავრების 25 წლის იუბილეზე შეიკრიბნენ. მეოთხედი საუკუნის შემდეგ, ბავშვობის მეგობრებმა ისევ ერთად მოიყარეს თავი, გაიხსენეს სასკოლო წლები, საყვარელი პედაგოგები და ის დაუვიწყარი წუთები, რომლებმაც მათ ერთმანეთი მყარად დაუკავშირა.
2026-07-18
25 წელი ტკბილი მოგონებებიდან!
2026-07-06
ენერგეტიკის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენაზე ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
✅საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ქ. სენაკის ტექნოპარკში ,ხობის და სენაკის მოსწავლეების მიერ ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა/პრეზენტაცია გაიმართა.
✅დაჯილდოების ღონისძიებაზე საპატიო სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.
✅ საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ დასახელდნენ სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები:
ცოტნე ქაჯაია
მონიკა თათარიშვილი-რომლებიც პორტატული კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს . ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
Subscribe to:
Posts (Atom)




.jpg)
.jpg)
.jpg)