2019-12-20

,,ციფრული თაობის" მასწავლებლობა


Khatuna Gergaia ალბათ არასდროს არ იყო მასწავლებლობა მარტივი, მაგრამ ვფიქრობ, განსაკუთრებით რთული ,,ციფრული თაობის" მასწავლებლობაა. დააინტერესო, საჭიროება დაანახო, აქტიურად ჩართო, მოტივაცია შეუქმნა თანამედროვე მასწავლებლის მთავარი გამოწვევაა. თითოეული გაკვეთილი ხომ ,,პრემიერააა", რომლის რეჟისურისთვის, სცენარისთვის, როლების გადანაწილებისთვის, რესურსის მოძიებისთვის ძალიან მცირე დროა , რომელიც ეფექტურად უნადა განახორციელო , შედეგიც გაზომო. ამისათვის კი დაუღალავად იღწვის Khatuna Gergaia .

...და შედგა მათემატიკის ზეიმი მე-5 კლაში. მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადახვა ტიპის ამოცანების ამოხსნაში. დავალებები კრეატიულად, საინტერესოდ და სახალისოდ იყო მოწოდებული .
ღონისძიება საახალწლო განწყობით და ,,საშობაო ყუთის" პრეზენტაცით დასრულდა. მადლობა Khatuna მასწავლებელს ამ ლამაზი ღონისძიების ჩატარებისათვის

სსიპ ქალაქ.ხობის #1 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთინო გაბისონია

მათემატიკა და ახალი წელი (პედაგოგი ხათუნა გერგაია)


ასოციაცია Hera XXI

ასოციაცია Hera XXI-ეს ხობის ახალგაზრდული ჯგუფის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სსიპ ხობის N1საჯარო სკოლაში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია ჩატარდა.სესიას უძღვებოდა Heras წარმომადგენელი ლევან ბუსქანძე.სესიის მონაწილეებმა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ნაადრევი ქორწინების შესახებ ისაუბრეს.დებატების ფონზე მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი მოსაზრების გამოხატვა.












2019-12-18

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სსიპ ხობის №1 საჯარო სკოლაში, ქიმიის საღამოზე

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის, ქიმიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტები: ანა მხეიძე, მონიკა ყალიჩავა და ცოტნე ბარბაქაძე, ასოცირებული პროფესორის, ანტონინა მსხილაძის ხელმძღვანელობით, 2019 წლის 13 დეკემბერს იმყოფებოდნენ სსიპ ხობის №1 საჯარო სკოლაში, ქიმიის საღამოზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ქიმიის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის მოსწავლეებისთვის ვიქტორინა და სახალისო ცდები ჩაატარეს.
საღამო ქიმიის მასწავლებლის, ქალბატონ მედეა ქობალიას ინიციატივით გაიმართა. ვიქტორინა ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. როგორც თავად ქალბატონმა მედეამ აღნიშნა ასრულდა მისი ოცნება, რომ მოსწავლეებს ნაწილობრივ მაინც ენახათ "ქიმიური საოცრებები".
ამ ოცნების განხორციელება შესაძლებელი გახდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიების და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნესტან კეკელიას ხელშეწყობით, ქიმიის მიმართულების ლაბორატორიის თანამშრომლების მხარდაჭერით, ასოცირებული პროფესორის ანტონინა მსხილაძის და ამავე ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტების: ანა მხეიძის, მონიკა ყალიჩავას, ცოტნე ბაქრაძეს მონაწილეობით. ასეთი ფორმატის, ეს პირველი გასვლითი ღონისძიება გახლდათ.
ვიქტორინაში თემაზე: „რა ვიცით ქიმიური ელემენტების შესახებ“, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისგან შემდგარი, ორი გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვება მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს. დასკვნითი საფინალო ტური: „ქიმიური სახალისო ცდები“ მათთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა.
დასასრულ, ხობის №1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, ასეთი ხალისიანი, შემეცნებითი პროექტისთვის მადლობა გადაუხადეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორებს და სტუდენტებს.

2019-12-13

FLEX-ში გამარჯვებული ირაკლი შონია: „მოხალისეობას“ დიდი სარგებლობა მოაქვს საზოგადოებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების სემინარის (Civic Education Workshop) ვორქშოპი, დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მიზნად ისახავს გაცვლით პროგრამაში მონაწილე მოსწავლეებისთვის ამერიკული საზოგადოების და კულტურის შესახებ ცნობიერების გაზრდას. 
ირაკლი შონია:
ერთი კვირის განმავლობაში გავეცნობით ამერიკის ფედერალური მთავრობის სისტემას. ჩატარდება სხვადასხვა სახის ბრიფინგები, დისკუსიები, შეხვედრები კაპიტოლ ჰილის შენობაში. ამის გარდა იქნება რამდენიმე ტური ქალაქის ფარგლებში და აგრეთვე დავათვალიერებთ ოჰაიოს შტატის მნიშვნელოვან დაწესებულებებს.
ღონისძიებაში გაცვლით  პროგრამებში მონაწილე მოსწავლეები იღებდნენ მონაწილებას. ჩემი პროგრამის - FLEX-ის ფარგლებში კი, სხვადასხვა ქვეყნიდან, 700 - მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. 
მოსწავლის მიერ დაწერილი ესე მასწავლებლის რეკომენდაციის საფუძველზე კომისიას ეგზავნებოდა.
ესეს თემად პოლიტიკური, სოციალური ან ეკონომიკური პრობლემა უნდა აგერჩია. უნდა გემსჯელა შენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და პრობლემის მოგვარების გზებსა და შესაძლებლობბზე გაგემახვილებინა ყურადღება. მე თემად „მოხალისეობა“ ავირჩიე, ვინაიდან პრობლემა ის არის, რომ ეს ინსტიტუტი ფორმალურადაც კი არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში, არადა „მოხალისეობას“ დიდი სარგებლობა მოაქვს საზოგადოებისთვის.
https://www.facebook.com/irakli.shonia.54