სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის, ქიმიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტები: ანა მხეიძე, მონიკა ყალიჩავა და ცოტნე ბარბაქაძე, ასოცირებული პროფესორის, ანტონინა მსხილაძის ხელმძღვანელობით, 2019 წლის 13 დეკემბერს იმყოფებოდნენ სსიპ ხობის №1 საჯარო სკოლაში, ქიმიის საღამოზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ქიმიის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის მოსწავლეებისთვის ვიქტორინა და სახალისო ცდები ჩაატარეს.
საღამო ქიმიის მასწავლებლის, ქალბატონ მედეა ქობალიას ინიციატივით გაიმართა. ვიქტორინა ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. როგორც თავად ქალბატონმა მედეამ აღნიშნა ასრულდა მისი ოცნება, რომ მოსწავლეებს ნაწილობრივ მაინც ენახათ "ქიმიური საოცრებები".
ამ ოცნების განხორციელება შესაძლებელი გახდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიების და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნესტან კეკელიას ხელშეწყობით, ქიმიის მიმართულების ლაბორატორიის თანამშრომლების მხარდაჭერით, ასოცირებული პროფესორის ანტონინა მსხილაძის და ამავე ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტების: ანა მხეიძის, მონიკა ყალიჩავას, ცოტნე ბაქრაძეს მონაწილეობით. ასეთი ფორმატის, ეს პირველი გასვლითი ღონისძიება გახლდათ.
ვიქტორინაში თემაზე: „რა ვიცით ქიმიური ელემენტების შესახებ“, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისგან შემდგარი, ორი გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვება მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს. დასკვნითი საფინალო ტური: „ქიმიური სახალისო ცდები“ მათთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა.
დასასრულ, ხობის №1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, ასეთი ხალისიანი, შემეცნებითი პროექტისთვის მადლობა გადაუხადეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორებს და სტუდენტებს.
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.