შეურაცხობს და ლახავს ადამიანების უფლებებს. ყველა ომს თავისი გმირები ჰყავს...
„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.“ ეს სიტყვები საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე უთქვამს. რომელიც 1993 წლის 23 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს სეპარატისტებმა. გვეამაყება, რომ ბატონი ჟიულის ჩვენს სკოლაში უსწავლია .
,,სამშობლო მეძახისო...“ ეს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, რუსეთ- საქართველოს ომის გმირის, მიხეილ იოსავას სიტყვებია . მიხეილი 2008 წლის აგვისტოში სენაკის ბაზის დაბობმვის დროს გარდაიცვალა. ,,თქვენ მოკალით ჩემი შვილიშვილი“ ასე მიმართა ოკუპანტებს პირველი მასისი ბლოკ-პოსტთან ეროვნებით უკრაინელმა, ჩვენი სკოლის მასწავლებელმა მიშიკოს ბებიამ.
წლების მერე ისტორიები ისევ მეორდება ...
ამ ჯოჯოხეთური კონფლიქტის დროს ძალიან ძნელია იყო მშვიდად, ემოციის გარეშე მოისმინო სიტყვები ,,მშვიდობა უკრაინას“.
განსაცდელის ჟამს კი ჩვენი მოვალეობა ჩვენი წილი სიკეთის და თანადგომის გამოხატვაა.
სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარებისათვის .
,,...თავისუფლება ისე არ მოდის ,
თავისუფლება ლომთა ხვედრია“