2023-12-28

ლამარა ბერიშვილს მოფერება სიყვარულის წილ...

 


#მილოცვა

 წლებია ჩუმი სიყვარული მაკავშირებს სულმნათი მეგობრისა და თანამოკალმის ბატონ ნოდარ შონიას დიდებულ ოჯახთან.

რაც მეტია საყვარელი ოჯახის დიდებულება, სულის  ზეობა და ღვაწლი ქვეყნის წინაშე, მით მეტია ფიქრი_შეძლებ თუ არა შესაფერისად ჩაწვდე ამ დიდებულების  საიდუმლოს.


ახლა როცა მეც ასაკში ვარ და ხშირად ფიქრით ახალგაზრდობას ვუბრუნდები, თითქოს გამიქრა შიშნარევი ფიქრი და ვხვდები, რომ ყველა სიკეთე, რაც ამ ოჯახის წარსულსა და დღევანდელობას ეხება, ამ დიდებული (საგანგებოდ ვიმეორებ ამ სიტყვას) ოჯახის  დედაბოძს ქალბატონ ლამარას ეკუთვნის.

დეკემბრის 28-ში დაბადებულისთვის წლებს დაუთოვია, 85-ის გამხდარა.…

მახსოვს წლების წინათ, ყოველ დილით მხვდებოდა მხრებში გამართული, დატალღული შავი თმებით სამსახურში მიმავალი, მისი ღიმილიანი სალამი სასიამოვნოდ მომაცილებდა.…ხობის #1 საბავშვო ბაღის გამგე გახლდათ. თავის შვილებს ორ გოგონას ნინოს და ნონას, ვაჟ ნუგზარის (ხვიჩა) სკოლისკენ გააცილებდა, თავად `შვილობილებთან~ მიეჩქარებოდა. თამამად შემიძლია ვთქვა, იგი ყველას უყვარდა, რადგან ყველგან სიყვარულს თესდა. აღსაზრდელთა მშობლები კი გულდინჯად იყვნენ, იცოდნენ რომ ქ_ნი ლამარა მათ შვილებს მისხალ-მისხალ ერთნაირად უნაწილებდა დიდ სიყვარულს... არადა სამი შვილის დედას საზრუნავიც ბევრი ჰქონდა. გამორჩეულად ნიჭიერი შვილების საქციელი გულს მალამოდ ედებოდა.

წლებმა თავისი გაიტანა, დამსახურებულ პენსიაზე გასვლის დროც დადგა, არ დაუხანებია, უკვე შვილიშვილების ბებია გულის სითბოს  ყველას ერთნაირად უნაწილებდა მათ წარმატებულ გზას დღესაც კმაყოფილებით გაჰყურებს...………

აკი ვთქვი, 28 დეკემბერი ქალბატონ ლამარა ბერიშვილ-შონიას დაბადების დღეა, საახალწლოდ იკრიბება მისი მონაგარი_შვილები და შვილიშვილები, უკრავენ ფორტეპიანოზე (კონკურსებში გამარჯვებული შვილიშვილები), ართობენ და სიყვარულით ეფერებიან თმადათოვლილ ლამაზ ბებოს, ქალიშვილები ულოცავენ ნინო_დედაქალაქიდან, ნონა_იტალიიდან. მათი ოჯახი ხომ `ნიჭიერთა საკრებულო~ გახლავთ, ხვიჩას ოთხი ვაჟიდან სამმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და სტუდენტები არიან, ,,პატარა" კი მეათე კლასის მოსწავლეა, ალბათ, მკითხველიც დამეთანხმება, ამ სახელდახელო მოლოცვაში ვერც ყველა სურვილს დავატევდი და ვერც იმ დიდ სიყვარულს ჩავდებდი, რომელიც  მასთან მაკავშირებს, უბრალოდ მინდოდა იმ სიყვარულის წილ მოვფერებოდი, რაც მისგან მიმიღია და დღემდე მახსოვს..

 დიდი სურვილი მაქვს დიდხანს, დიდხანს მეგულებოდეთ ამ დიდი, ლამაზი და ნიჭიერებით სავსე ოჯახის დიასახლისად ქალბატონო ლამარა, გეფერებით, უფალს ვთხოვ მზეგრძელი გამყოფოთ. გთხოვთ, ეს პატარა მოლოცვაც დიდი სიყვარულის გამოხატვად ჩამითვალოთ.

უდიდესი პატივისცემით მერი ლაგვილავა…

გაზეთი ,,ხობის მოამბე" 2023 წელი

#ხობელები


2023-12-22

მათიმატიკის მასწავლებლმა ხათუნა გერგაიამ კოლეგებს ესტონეთში მიღებული სამუშაო გამოცდილება გაუზიარა

 2023 წლის 11-15 დეკემბერს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის (ESTDEV) ერთობლივი პროექტის - „ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაძლიერება საქართველოში (საბაზო საფეხურზე)“ - ფარგლებში, სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მარიამ ჩიქობავასა და ამავე დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს თანამშრომლის, თამთა გრიგოლიას ხელმძღვანელობით, ესტონეთის რესპუბლიკაში, კერძოდ  ქალაქ ტალინში, განხორციელდა სასწავლო ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობდა 

         ჩვენი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ქალბატონი ხათუნა გერგაია .

    შთამბჭდავი და მრავლისმომცველი იყო გამოცდილება რომელიც ქალბატონმა  ხათუნამ ესტონთიდან დაბრუნების შემდეგ გაუზიარა  სასკოლო საზოგადოებას.   

    მადლობას ვუხდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს  ქალბატონებს - მარიამ ჩიქობავასა და თამთა გრიგოლიას. ვუსურვებთ მათ  წარმატებებს.      

     დიდი მადლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,   აღნიშნულ ვიზიტში ჩვენი სკოლის წარმომადგენლის მონაწილეობის შესაძლებლობისათვის.