2025-02-06

საჯარო ლექცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU)


2025 წლის 5 თებერვალს სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები    ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში,  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სკოლის  მოსწავლეებისთვის გამართულ საჯარო ლექციას დაესწრნენ. 

       მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის კამპუსი , დაესწრნენ ლექციას თემაზე – „რა არის სამართლიანობა?‘‘ რომელიც  KIU-ს რექტორმა,  პროფესორმა გიორგი ხუბუამ წაიკითხა.

წარმატებებს ვუსუვებთ ჩვენს მოსწავლეებს <3

გვინდა მადლობა გადავუხადოთ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი / Kutaisi International University

ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრიხ

ობის მუნიციპალიტეტის მერია





2025-02-03

 

დღეს, ემოციური დღე იყო სკოლაში. თითოეული თქვენთაგანის მიერ გამოხატული თანადგომა იყო იმის გამოხატულება, რომ ადამიანებს შეგვწევს განსაცდელში მყოფი ადამიანებისადმი მხარდაჭერის უნარი.
ბედნიერებამდე ხომ მზრუნველ ურთიერთობებს მივყავართ
დიდი მადლობა ძვირფასო მშობლებო, მასწავლებლებო.
განსაკუთრებით მადლობა თქვენ, ჩვენო არაჩვეულებრივო აღსაზრდელებო. თქვენი დღევანდელი ჩართულობა ემპათიის გამოვლენის საუკეთესო მაგალითი იყო.