2025-04-22

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

 

,,ხე დარგე, როცა მოიწყენ,
როცა მოილხენ ხე დარგე..."
22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.

2025-04-18

საიდან გაჩნდა კურდღლის გამოყენების ტრადიცია აღდგომის დღესასწაულზე?

ყველა ტრადიციას აქვს თავისი სიმბოლოები. 

კულტურული გლობალიზაციის კონტექსტში მრავალი სიმბოლო და ტრადიცია ერგო ხალხებს ერთმანეთისგან.  

მართლმადიდებლურ ქვეყნებში  აღდგომის მთავარი სიმბოლოა სააღდგომო ნამცხვრები და შეღებილი კვერცხები. კურდღელი ასევე აღდგომის სიმბოლოა, მაგრამ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებისთვის, სადაც კათოლიციზმი დომინირებს.

საიდან გაჩნდა კურდღლის გამოყენების ტრადიცია?

წარმართობის დროს ხალხი თაყვანს სცემდა გაზაფხულისა და ნაყოფიერების ღმერთებს, გაზაფხულის მთავარი დღესასწაული კი ბუნიობის დღე იყო. ასე რომ, კურდღელი ითვლებოდა ამ კონკრეტული დღესასწაულის სიმბოლოდ, როგორც ნაყოფიერების და შობადობის შეხსენება. ტრადიციები თანდათან შეიცვალა, მაგრამ სიმბოლო განაგრძობდა მათ შორის მიგრაციას.

პოპულარული გახდა ლეგენდა ზღაპრული კურდღლის შესახებ, რომელიც ჯადოსნურ კვერცხებს ატარებდა. ყველაზე მოთხოვნადი იყო გერმანიის ხალხებში. გარდა ამისა, არსებობს ლეგენდა, რომ როდესაც დიდი წარღვნა მოხდა, ნოეს კიდობანი მთის წვერს შეეხო და კიდობანში ხვრელი გაჩნდა, შემდეგ კი კურდღელმა ორმო კუდით ჩაკეტა და ასეთი მოქმედების ჯილდოდ, ნათელი დღესასწაულის სიმბოლოდ იქცა.

მართლმადიდებლურ აღდგომას აქვს საკუთარი სიმბოლოები, რომლებიც მოიცავს:

სააღდგომო პასქა, რომელიც განასახიერებს ეკლესიას; შეღებილი კვერცხები - ისინი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ ითვლება;

რელიგიური მსვლელობა მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის სავალდებულო ტრადიციაა;

წმინდა ღვთაებრივი ცეცხლი, რომელიც ასევე ქრისტიანული სიმბოლოა.


ავტორი: ირაკლი შონია

2025-04-17

ხელოვნების ფესტივალი ArtNest

 

17 აპრილს,ხობის საგანმანათლებლო რესურსცნტრის ორგანიზებით გაიმართა ხელოვნების ფესტივალი ArtNest ,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა:
✏️ანდრია გვაზავა
✏️ნინო ქავთარაძე
✏️ბარბარე საჯაია
რომლებმაც ფესტივალის ფარგლებში შექმნეს საინტერესო ნამუშევრები, ორიგინალური ხელწერით.
მადლობა მონაწილე მოსწავლეებს,
მასწავლებლებს Marina Jgarkava Tamila Gergaia
ფესტივალის ორგანიზატორებს ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

2025-04-14

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

 


სსიპ ქალაქ ხობის #1საჯარო სკოლის 1-ელ კლასში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ლექსები, აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი, შეასრულეს დედაენისადმი მიძღვნილი სიმღერები, მარცვლებისგან ააწყვეს საქართველოს ყველა კუთხის დასახელება და დაიტანეს კლასში განთავსებულ დიდ რუკაზე, ითამაშეს ინტელექტუალური თამაშები და ა.შ.
ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორმა ქეთევან გაბისონიამ, კლასის დამრიგებელმა ადა შელიამ, ქართული ენის მასწალებლებმა შორენა ხვიჩიამ და ბელა ხორავამ პირველკლასელებს დედაენის დღე მიულოცეს , რის შემდეგ სკოლის ეზოში დედაენის სიმბოლურ მონუმენტთან გადაიღეს საერთო სამახსოვრო ფოტო.

2025-04-09

9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

 


სსიპ ქალაქ ხობის N1 სააჯარო სკოლაში 9 აპრილის დღისადმი  მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა  ისაუბრეს 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ და პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს.

 Marina JgarkavaMarina Sixarulidzeბელა ხორავა#zairatskhadaia Neli Akhalaia

ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრი