2025-06-13

ხობის N1 საჯარო სკოლის STEAM გუნდის წევრების მიერ შეიქმნა ,,ჩვენი ოცნების სათამაშო მოედნის" მაკეტი და პროექტში მონაწილეობისთვის სკოლამ მიიღო სერთიფიკატი.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (WB)".
I2Q პროექტი ითვალისწინებს სკოლებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის შექმნას, რომლის მიზანიც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მიმართ მოსწავლეების, განსაკუთრებით კი – გოგონების ინტერესის გაძლიერებაა.
პროექტის ფარგლებში გამოცხადებული იყო კონკურსი ,,მომავალი საქართველო", რომლის ფარგლებში სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის STEAM გუნდის წევრების მიერ შეიქმნა ,,ჩვენი ოცნების სათამაშო მოედნის" მაკეტი.
2025 წლის 11 ივნისს გუნდის წევრები მოწვეული იყვნენ და მონაწილეობა მიიღეს რეგიონალურ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ქალაქ ზუგდიდში.
მოსწავლეებისათვის აღნიშნული პროექტში მონაწილეობა იყო დიდი გამოწვევა და გამოცდილება.
STEM განათლება შესაძლებლობას აძლევს ბაშვებს მონაწილეობა მიიღონ ექსპერიმენტში , დაუშვან შეცდომები და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოიტანონ დასკვნები . ეს იწვევს ბავშვების ცნობისმოყვარეობას, რაც სასწავლო პროცესს საინტერესოს ,მხიარულს, მნიშვნელოვანს ხდის.
წარმატებული მონაწილეობისთვის სკოლა მიიღო სერთიფიკატი.
გვინდა მადლობა ვუთხრთ აქტიური ჩართულობისთვის მასწავლებლებ
და მოსწავლეებს .

2025-06-02

,,ნუ გადაყრი, ჩაგვაბარე გადასამუშავებლად"

 


სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა ჩაერთო კონკურსში" „სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვა ფოთსა და ხობში“.
კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სწორი კუთხით .
♻️ ინიციატივა ხორციელდება ერთობლივად ასოციაცია “ვეისთლესის”, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia -სა და დანიის მთავრობის Embassy of Denmark in Georgia-ს რეგიონული პროექტის “მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა” ფარგლებში.
📣კონკურსის ფარგლებში ვიწყებთ ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენის სკოლის ტერიტორიაზე შეგროვდებას, ასოციაციის მიერ გადაცემულ სპეციალურ ყუთში.
სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის აქტიური ჩართულობა გამარჯვების წინაპირობაა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ახალი ეკომეგობრული ინიციატივების განსახორციელებლად.