2023-12-28

ლამარა ბერიშვილს მოფერება სიყვარულის წილ...

 


#მილოცვა

 წლებია ჩუმი სიყვარული მაკავშირებს სულმნათი მეგობრისა და თანამოკალმის ბატონ ნოდარ შონიას დიდებულ ოჯახთან.

რაც მეტია საყვარელი ოჯახის დიდებულება, სულის  ზეობა და ღვაწლი ქვეყნის წინაშე, მით მეტია ფიქრი_შეძლებ თუ არა შესაფერისად ჩაწვდე ამ დიდებულების  საიდუმლოს.


ახლა როცა მეც ასაკში ვარ და ხშირად ფიქრით ახალგაზრდობას ვუბრუნდები, თითქოს გამიქრა შიშნარევი ფიქრი და ვხვდები, რომ ყველა სიკეთე, რაც ამ ოჯახის წარსულსა და დღევანდელობას ეხება, ამ დიდებული (საგანგებოდ ვიმეორებ ამ სიტყვას) ოჯახის  დედაბოძს ქალბატონ ლამარას ეკუთვნის.

დეკემბრის 28-ში დაბადებულისთვის წლებს დაუთოვია, 85-ის გამხდარა.…

მახსოვს წლების წინათ, ყოველ დილით მხვდებოდა მხრებში გამართული, დატალღული შავი თმებით სამსახურში მიმავალი, მისი ღიმილიანი სალამი სასიამოვნოდ მომაცილებდა.…ხობის #1 საბავშვო ბაღის გამგე გახლდათ. თავის შვილებს ორ გოგონას ნინოს და ნონას, ვაჟ ნუგზარის (ხვიჩა) სკოლისკენ გააცილებდა, თავად `შვილობილებთან~ მიეჩქარებოდა. თამამად შემიძლია ვთქვა, იგი ყველას უყვარდა, რადგან ყველგან სიყვარულს თესდა. აღსაზრდელთა მშობლები კი გულდინჯად იყვნენ, იცოდნენ რომ ქ_ნი ლამარა მათ შვილებს მისხალ-მისხალ ერთნაირად უნაწილებდა დიდ სიყვარულს... არადა სამი შვილის დედას საზრუნავიც ბევრი ჰქონდა. გამორჩეულად ნიჭიერი შვილების საქციელი გულს მალამოდ ედებოდა.

წლებმა თავისი გაიტანა, დამსახურებულ პენსიაზე გასვლის დროც დადგა, არ დაუხანებია, უკვე შვილიშვილების ბებია გულის სითბოს  ყველას ერთნაირად უნაწილებდა მათ წარმატებულ გზას დღესაც კმაყოფილებით გაჰყურებს...………

აკი ვთქვი, 28 დეკემბერი ქალბატონ ლამარა ბერიშვილ-შონიას დაბადების დღეა, საახალწლოდ იკრიბება მისი მონაგარი_შვილები და შვილიშვილები, უკრავენ ფორტეპიანოზე (კონკურსებში გამარჯვებული შვილიშვილები), ართობენ და სიყვარულით ეფერებიან თმადათოვლილ ლამაზ ბებოს, ქალიშვილები ულოცავენ ნინო_დედაქალაქიდან, ნონა_იტალიიდან. მათი ოჯახი ხომ `ნიჭიერთა საკრებულო~ გახლავთ, ხვიჩას ოთხი ვაჟიდან სამმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და სტუდენტები არიან, ,,პატარა" კი მეათე კლასის მოსწავლეა, ალბათ, მკითხველიც დამეთანხმება, ამ სახელდახელო მოლოცვაში ვერც ყველა სურვილს დავატევდი და ვერც იმ დიდ სიყვარულს ჩავდებდი, რომელიც  მასთან მაკავშირებს, უბრალოდ მინდოდა იმ სიყვარულის წილ მოვფერებოდი, რაც მისგან მიმიღია და დღემდე მახსოვს..

 დიდი სურვილი მაქვს დიდხანს, დიდხანს მეგულებოდეთ ამ დიდი, ლამაზი და ნიჭიერებით სავსე ოჯახის დიასახლისად ქალბატონო ლამარა, გეფერებით, უფალს ვთხოვ მზეგრძელი გამყოფოთ. გთხოვთ, ეს პატარა მოლოცვაც დიდი სიყვარულის გამოხატვად ჩამითვალოთ.

უდიდესი პატივისცემით მერი ლაგვილავა…

გაზეთი ,,ხობის მოამბე" 2023 წელი

#ხობელები


2023-12-22

მათიმატიკის მასწავლებლმა ხათუნა გერგაიამ კოლეგებს ესტონეთში მიღებული სამუშაო გამოცდილება გაუზიარა

 2023 წლის 11-15 დეკემბერს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის (ESTDEV) ერთობლივი პროექტის - „ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაძლიერება საქართველოში (საბაზო საფეხურზე)“ - ფარგლებში, სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მარიამ ჩიქობავასა და ამავე დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს თანამშრომლის, თამთა გრიგოლიას ხელმძღვანელობით, ესტონეთის რესპუბლიკაში, კერძოდ  ქალაქ ტალინში, განხორციელდა სასწავლო ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობდა 

         ჩვენი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ქალბატონი ხათუნა გერგაია .

    შთამბჭდავი და მრავლისმომცველი იყო გამოცდილება რომელიც ქალბატონმა  ხათუნამ ესტონთიდან დაბრუნების შემდეგ გაუზიარა  სასკოლო საზოგადოებას.   

    მადლობას ვუხდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს  ქალბატონებს - მარიამ ჩიქობავასა და თამთა გრიგოლიას. ვუსურვებთ მათ  წარმატებებს.      

     დიდი მადლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,   აღნიშნულ ვიზიტში ჩვენი სკოლის წარმომადგენლის მონაწილეობის შესაძლებლობისათვის.

2023-10-06

ანბანთქება

 

დიდი სიხარულით მივეცით პირველი ადგილი სიტყვას “ია” თავი სურათით. იმიტომ, რომ ანბანის სწავლის დაწყებისათვის მეტად მოხერხებული სიტყვაა და ბევრი ღირსება აქვს. პირველი ღირსება ის გახლავთ, რომ ეს სიტყვა შედგება ორის ხმოვნის ასოსაგან, რომელიც გამოსათქმელად ადვილნი არიან, დასაწერად არა ძნელნი და შემდეგი გაკვეთილებისათვისაც ფრიად საჭირონი, რადგანაც ამ ასოების შემწეობით ადვილად სდგება სიტყვები და ფრაზები და უამათოდ კი მათი შედგენა შეუძლებელი იქნებოდა, მეორე ღირსება ის არის, რომ მარტო ამ ორის ასოების შემწეობით ადვილად სდგება ორი სიტყვა და მათგან ფრაზა. ამის გამო ბავშვი პირველსავე გაკვეთილიდან სწავლობს არა მარტო ორ ასოსა, არამედ მაშინვე ჰკითხულობს სიტყვებს და ფრაზას, ამ ასოებისგან შემდგრას. ამის გამო ეს უძვირფასესი რამ არის ანბანის დაწყებისათვის. ბევრი ენა მოკლებულია ამ გვარს მოხერხებულ სიტყვას…”

2023-09-19

სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა 2023-2024 სასწავლო წლიდან ჩაერთო Max მათემატიკის პილოტირებაში.

სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა 2023-2024 სასწავლო წლიდან ჩაერთო Max მათემატიკის პილოტირებაში.

,,Max მათემატიკა- მათემატიკის კურსი, რომელიც სპეციალურად შექმნილია საერთაშორისო კურიკულუმების მიხედვით
პროექტის ფარგლებში სკოლამ პირველ ეტაპზე უკვე მიიღო მათემატიკის მოსწავლის წიგნები სამუშაო წიგნებთან ერთად მე-5 და მე-6 კლასებში.
18 სეტემბერს მათემატიკის კათედრამ მოაწყო მშობლებთან შეხვედრა, სადაც მასწავლებლებმა Khatuna Gergaia ია ალანია განახორციელეს წიგნის პრეზენტაცია. უპასუხეს დასმულ შეკიხვებს.შეხვედრას მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ მოსწავლეებიც.

2023-08-16

2023-2024 სასწავლო წლიდან ჩვენი სკოლა ესტონურ პროექტში ჩაერთვება

                                                     

2023-2024 სასწავლო წლიდან სსიპ ქ.ხობის N1 საჯარო სკოლა ჩაერთვება ესტონურ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის - ესტონური გამოცდილების გაზიარების მეშვეობით მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.
პროექტის ფარგლებში სკოლამ პირველ ეტაპზე უკვე მიიღო მათემატიკის მოსწავლის წიგნი სამუშაო წიგნთან ერთად , რომლითაც წარიმართება სასწავლო პროცესი მე-5 (25 კომპლექტი) და მე-6 კლასში (24 კომპლექტი).
,,Max მათემატიკა- მათემატიკის კურსი, რომელიც სპეციალურად შექმნილია საერთაშორისო კურიკულუმების მიხედვით
Max მათემატიკა სამუშაო წიგნი:
• ეხმარება მოსწავლეებს მიაღწიონ საერთაშორისო კურუკულუმით დსახულ მიზნებს
• ხელს უწყობს მოსწავლეებს ჩაერთონ თანამშრომლობით სწავლებაში და შეისწავლონ ცხოვრებისეულ მაგალითებზე დაყრდნობით
• სთავაზობს სავარჯიშოებს, რომლებიც მიჰყვება კონკრეტულიდან აბსტრაქტულამდე მიდგომას
• უზრუნველყოფს ენის გაუმჯობესებას
• ფერადი ილუსტრაციები და ფოტოები ეხმარება მოსწავლეს ენთუზიაზმითა და ხალისით მიუდგეს მათემატიკის შესწავლას“
მადლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო -ს ამ შესაძლებლობისთვის.

2023-06-16

მე-5 კლასი ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში

  

15 ივნისს სსიპ ქ.ხობის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები: ადა შელია-შონია და ზაირა ცხადაია ამავე სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ მე-20 საუკუნის ცნობილი ქართველი მწერლის, კინოსცენარისტისა და დრამატურგის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს (ოტია იოსელიანი ხობის საპატიო მოქალაქე გახლდათ).
მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს მწერლის საფლავი და ხსოვნის საპატივცემლოდ იქვე სანთელები დაანთეს.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ზაირა ცხადაიამ მუზეუმს გადასცა წლების მანძილზე მის მიერ შექმნილი მწერლის შემოქმედებასთან დაკავშირებული ალბომი, საარქივო ვიდეო მასალა, რომელშიც ასახულია ჩვენი სკოლის მოსწავლეების სტუმრობა მწერალთან ასევე ხობის მუნიციპალიტეტის შესახებ გამოცემული გოგიტა ჩიტაიას წიგნები.
ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი დღეს მწერლის უამრავ საინტერესო ნივთს ინახავს, აქ წმინდა ქართული ავთენტური გარემოა.
გიდობა მწერლის შთამომავლებმა გაგვიწიეს, ბავშვები ნანახით კმაყოფილნი დარჩნენ.
ექსკურსია იმერეთში არსებული სხვა ღირშესანიშნაობების გაცნობით გაგრძელდა.

2023-04-09

9 აპრილი

 


,,არის წელიწადში ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს, ბედნიერი დღე - 9 აპრილი. დღე, როცა ბევრი ადამიანი შეეწირა ტოტალიტარიზმსა და საბჭოთა რუსეთის მოქმედებებს, დღე - როცა საქართველომ, საბჭოთა ცხოვრებით შეცვლილმა, მრავალჭირ და რეპრესიაგადატანილმა, ძმათა დაპირისპირებით თუ მტრის მოგერიებით დაღლილმა, მოიპოვა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას, რომ ის სახელმწიფოდ იქცეს - დამოუკიდებლობა...“


2023-04-03

პროექტული სწავლება

 

სსიპ ხობის #1 საჯარო სკოლა X კლასმა,  პროექტული სწავლება ხელოვნებაში, პირველი სემესტრის ბოლოს დაამთავრა მუშაობა თემაზე: "კულტურული მემკვიდრეობის ერთი კონკრეტული ძეგლის კვლევა",ამჟამად ვმუშაობთ  მორიგ თემაზე:" დღეს არსებული სახელოვნებო პროფესიები: შემოქმედება და წარმატებული კარიერა.

2023-04-01

პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერი"

 


  საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერი"-ს ფარგლებში სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯრო სკოლის ლმოსწავლეებს : 

საბა ბუკიას, უჩა ალანიას,ნია კვივკინიას, მარიამ რაფავს, მარიმ ფაჩულიას, ანა ჭანტურიას, ეთო ჭედიას გადაეცათ კომპიუტერი. 

   ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს  , მშობლებს. 

უდიდესი მადლობა  მასწავლებლებს, რომლებთან ერთად წინ უამრავი გამარჯვებები ელოდებათ.

2023-03-30

chemi.skola.ge-ზე განთავსებულ სასწავლო რესურსების აქტიურად გამოყენება

 


მე-5 კლასში ძალიან ეფექტურად ვიყენებთ chemi.skola.ge-ზე განთავსებულ სასწავლო რესურსებს (პედაგოგი ხათუნა გერგაია). მადლობა USAID საბაზისო განათლების პროგრამა / USAID Basic Education Program -ს

2023-03-06

სსიპ ხობის N1 საჯარო სკოლა V -ბ კლასი ,,საპრეზენტაციო უნარების განვითარება"

 


სსიპ ხობის N1 საჯარო სკოლა V -ბ კლასი    ,,საპრეზენტაციო უნარების განვითარება"

პედაგოგი: მარინე ჯღარკავა

მოსწავლეების პირველი შეხვედრა ,,ცოცხალ მწერალთან“




სსიპ ქალაქ  ხობის N1 საჯარო სკოლაში USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს მკითხველთა კლუბი. კლუბის ფარგლებში დღეს შედგა შეხვედრა USAID საბაზისო განათლების პროგრამის წიგნიერების მიმართულების უფროს კონსულტანტთან, გზამკვლევებისა და სტატიების კრებულების ავტორთან ბატონ პაატა პაპავასთან, რომელმაც მოსწავლეებს წაუკითხა საკუთარი მოთხრობა - ,,დაკარგული პაიკი“

    ეს იყო მოსწავლეების პირველი შეხვედრა ,,ცოცხალ მწერალთან“, რომელიც ძალიან საინტრესო აღმოჩნდა მათთვის .

    გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ პაატას   და შეხვედრის ორგანიზატორებს ქალბატონებს Khatuna Gergaia და ლელა ცარციძეს