2023-06-16

მე-5 კლასი ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში

  

15 ივნისს სსიპ ქ.ხობის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები: ადა შელია-შონია და ზაირა ცხადაია ამავე სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ მე-20 საუკუნის ცნობილი ქართველი მწერლის, კინოსცენარისტისა და დრამატურგის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს (ოტია იოსელიანი ხობის საპატიო მოქალაქე გახლდათ).
მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს მწერლის საფლავი და ხსოვნის საპატივცემლოდ იქვე სანთელები დაანთეს.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ზაირა ცხადაიამ მუზეუმს გადასცა წლების მანძილზე მის მიერ შექმნილი მწერლის შემოქმედებასთან დაკავშირებული ალბომი, საარქივო ვიდეო მასალა, რომელშიც ასახულია ჩვენი სკოლის მოსწავლეების სტუმრობა მწერალთან ასევე ხობის მუნიციპალიტეტის შესახებ გამოცემული გოგიტა ჩიტაიას წიგნები.
ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი დღეს მწერლის უამრავ საინტერესო ნივთს ინახავს, აქ წმინდა ქართული ავთენტური გარემოა.
გიდობა მწერლის შთამომავლებმა გაგვიწიეს, ბავშვები ნანახით კმაყოფილნი დარჩნენ.
ექსკურსია იმერეთში არსებული სხვა ღირშესანიშნაობების გაცნობით გაგრძელდა.

















( ფოტო: ოტია იოსელიანი ხობში ,,მეგრული სიმღერის ფესტივალი" 2007 წელი, ფოტოს ავტორი ირაკლი შონია)




No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.