2024-10-16

კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა

 ეროვნული სასახლის მედიათეკის მიერ, იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა ( სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი მარინე ჯღარკავა)

2024-10-11

ელენე და ირაკლი ჯობავები მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)-ის ფინალურ ეტაპზე

 სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)-ის ფინალურ ეტაპზე გადასვლას ულოცავს მე-10კლასის მოსწავლეებს: ელენე და ირაკლი ჯობავებს. მასწავლებელი ლელა ხითარიშვილი.

წარმატებებს ვუსურვებთ მათ მომდევნო ეტაპზე

ოლიმპიადა ,,ევერესტის" საგაზაფხულო სეზონის ფინალისტები

 

სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა ულოცავს მათემატიკური ოლიმპიადა ,,ევერესტის" საგაზაფხულო სეზონის ფინალისტებს : ანამარია ქაჯაიას (მასწავლებელი ლელა უბილავა) ,ილია არჯევანიძეს და ცოტნე ქაჯაიას (მასწავლებელი ხათუნა გერგაია) მიღწეულ წარმატებებს.

2024-10-05

ახალი ციფრული ხელოვნების ნიმუშები

 


✨ ახალი ციფრული ხელოვნების ნიმუშები! 🎨
გაიცანით სურათები, რომლებიც შექმნილია ChatGPT-ის დახმარებით!
AI-ს თვალით დანახული ჩვენი სკოლა. 😍👇

2024-10-02

ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (IBRD)"

 


სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა ჩართულია მსოფლიო ბანკის (IBRD) მიერ დაფინანსებულ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტში „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (IBRD)". პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის მიზანია ზოგად განათლებაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი IBF International Consulting S.A. ხელმძღვანელობით. საერთაშორისო კონსორციუმი პროგრამის მართვის გუნდთან და სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: 

1). მთლიანი სკოლის გაუმჯობესების გეგმები და პროგრამები; 

2). მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების დახვეწა-განვითარების ხელშეწყობა; 

3). მოსწავლეთა შედეგების ეროვნული შეფასების პოლიტიკის განხორციელება.

   პროექტის ფარგლებში წარმომადგენლები  ესტუმრნენ სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლას , დაათვალიერეს სკოლის ინფრასტრუქტურა.   სამუშაო შეხვედრაზე    ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე, გამოწვებებზე, აქტივობებზე რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გვეძლევა გავაგრძელოთ თანამშრომლობა.