2024-10-02

ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (IBRD)"

 


სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა ჩართულია მსოფლიო ბანკის (IBRD) მიერ დაფინანსებულ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტში „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (IBRD)". პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის მიზანია ზოგად განათლებაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი IBF International Consulting S.A. ხელმძღვანელობით. საერთაშორისო კონსორციუმი პროგრამის მართვის გუნდთან და სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: 

1). მთლიანი სკოლის გაუმჯობესების გეგმები და პროგრამები; 

2). მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების დახვეწა-განვითარების ხელშეწყობა; 

3). მოსწავლეთა შედეგების ეროვნული შეფასების პოლიტიკის განხორციელება.

   პროექტის ფარგლებში წარმომადგენლები  ესტუმრნენ სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლას , დაათვალიერეს სკოლის ინფრასტრუქტურა.   სამუშაო შეხვედრაზე    ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე, გამოწვებებზე, აქტივობებზე რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გვეძლევა გავაგრძელოთ თანამშრომლობა.





No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.