2024-12-30
2024-12-27
პროგრამა ,,ტანსაცმლის დიზაინი და კერვის ტექნიკა’’. კოლეჯ „ფაზისი“-დან ჩვენს სკოლაში წარმატებით განხორციელდა
სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების გამომუშავება, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენს პრიორიტეტულ საკითხს.
სსიპ კოლეჯ „ფაზისი“ და სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა, როგორც პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მიზნით რამოდენიმე წელია წარმატებით ვთანამშრომლობთ.
2024 წლის ოქტომბრიდან განხორციელება დაიწყო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამამ ,,ტანსაცმლის დიზაინი და კერვის ტექნიკა’’. კოლეჯ „ფაზისი“-დან სასწავლო პეოცესს უძღვებოდა ქალბატონი ელისო დემურია, როგორც სკოლის წარმომადგენელი ჩართული იყო ქალბატონი თამილა გერგაია.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა პოზიტიურ, თანამშრომლობით გარემოში. ყოველი შეხვედრა მოსწავლეებისთვის იყო მამოტივირებელი , სიხარულით იყვნენ ჩართული თითეული აქტივობის მსველეობაში. .
ამ შესაძლებლობისათვის გვინდა მადლობა გადავუხადოთ კოლეჯ „ფაზისი“- ს დირექტორს ქალბატონ ნინო ბაკურაძეს , აგრეთვე პროექტის განხორცილებაში აქტირუად ჩართულ ადამიანებს : მანანა ლორჩოშვილს, პედაგოგებს თამილა გერგაიას და ელისო დემურიას.
და ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მოსწავლეებს.