სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების გამომუშავება, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენს პრიორიტეტულ საკითხს.
სსიპ კოლეჯ „ფაზისი“ და სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა, როგორც პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მიზნით რამოდენიმე წელია წარმატებით ვთანამშრომლობთ.
2024 წლის ოქტომბრიდან განხორციელება დაიწყო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამამ ,,ტანსაცმლის დიზაინი და კერვის ტექნიკა’’. კოლეჯ „ფაზისი“-დან სასწავლო პეოცესს უძღვებოდა ქალბატონი ელისო დემურია, როგორც სკოლის წარმომადგენელი ჩართული იყო ქალბატონი თამილა გერგაია.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა პოზიტიურ, თანამშრომლობით გარემოში. ყოველი შეხვედრა მოსწავლეებისთვის იყო მამოტივირებელი , სიხარულით იყვნენ ჩართული თითეული აქტივობის მსველეობაში. .
ამ შესაძლებლობისათვის გვინდა მადლობა გადავუხადოთ კოლეჯ „ფაზისი“- ს დირექტორს ქალბატონ ნინო ბაკურაძეს , აგრეთვე პროექტის განხორცილებაში აქტირუად ჩართულ ადამიანებს : მანანა ლორჩოშვილს, პედაგოგებს თამილა გერგაიას და ელისო დემურიას.
და ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მოსწავლეებს.
კომენტარები ფეისბუქ გვერდზე:
Manana Lorchoshvili;მადლობას გიხდით პროექტში აქტიური ჩართულობისთვის. ხაზგასასმელია ამ სკოლის დირექტორის, ქეთინო გაბისონიას დამოკიდებულება ამ პროექტისადმი, მართალი გითხრათ, სწორედ ამან ითამაშა დიდი როლი, რომ ეს სკოლა შეირჩა. ჩვენ მასში დავინახეთ ის, რომ ეს ადამიანი ცდილობს მოიზიდოს ყველა რესურსი, რაც დაეხმარება მოსწავლეებს პროფესიულ ზრდაში. მადლობა თამილა გერგაიას, რომელიც მუდმივად დაჰფოფინებდა ბავშვებს და თავის ნიჭსა და უნარებს ზედმეტადაც კი ახმარდა მათ. გაგვიმართლა პროფესიული განათლების მასწავლებელში, ელისო დემურიამ ბრწყინვალედ განავითარა ბავშვებში კერვის და დიზაინის უნარები. მადლობა კოლეჯი ,, ფაზისის" ადმინისტრაციას, რომელმაც აარჩია ეს სკოლა და უზრუნველყო მატერიალური და სხვა რესურსებით.
მოკლედ პროექტი ბრწყინვალედ შედგა და ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მომავალი, პროფესიულად დაინტერესებული ადამიანების ჩამოყალიბების საქმეში.🙏🙏🙏
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.