2025-05-31

სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ კონკრსის ,,მომავალი საქართველო" ( ვიდეო)

 

სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ კონკრსის ,,მომავალი საქართველო"-ს ფარგლებში შექმნილი ,,ჩვენი ოცნების სათამაშო მედნის" მაკეტს.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობს „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (WB)“ პროექტის 200 სამიზნე სკოლა. I2Q
პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.
პროექტზე მუშაობდნენ STEAM გუნდის წევრები. თითოეულ მათგანს გააჩნია განსხვავებული ინტერესები: რობოტექნიკა და თავსატეხები, მეცნიერება და ექსპერიმენტებზე მუშაობა, ხატვა და ხელოვნების სხვა დარგები, ცხოველთა და მცენარეთა სამყარო, სპორტი და ბოლოს უბრალოდ გართობა.
მაკეტი დაყოფილა თემატურ ზონებად:
📌მეცნიერება (Science)ზონა
📌ტექნოლოგიის (Technology) ზონა
📌ინჟინერია - (Engineering) ზონა
📌ხელოვნების (Art) ზონა
📌მათემატიკის (Mathematics) - ზონა
ჩვენი პროექტი ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს, მდგრადი განვითარების მიზნებს . შემუშავებული სათამაშო მოედნის მაკეტი ემსახურება არა მხოლოდ გართობას, არამედ განათლებას, თანასწორობასა და ეკოლოგიურ განვითარებას.
📝განათლება, ეკოლოგია და გართობა ერთ სივრცეში.
ჩვენი მოედანი აერთიანებს თამაშს, კვლევას და შემეცნებას.
📝თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის.
შესაძლებელია ყველა ბავშვის ჩართულობა, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების. მოედანი რეალურად იძლევა თანასწორობის განცდას
📝მდგრადი განვითარების მიზნების პრაქტიკული განხორციელება.
ჩვენი მაკეტი ასახავს ისეთ ეკო-მეგობრულ ინიციატივებს, როგორიცაა მზის ენერგიის გამოყენება, წვიმის წყლის შეგროვება, ნარჩენების დახარისხება და კომპოსტირება. ეს ყოველივე ხელს უწყობს გარემზე ზრუნვას
📝STEAM განათლება
მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკა თავმოყრილია ერთ გასართობ მოედანზე .
📝სივრცე, რომელიც სხავდასხვა ასაკის ადამიანებს აერთიანებს.
მოედანი გახდება ადგილი, სადაც არამხოლოდ ბავშვები, არამედ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები შეძლებენ დასვენებას, ერთმანეთთან ურთიერთობასა, გამოცდილების გაზიარებას.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს ❤

2025-05-27

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

 



სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

2025-05-18

18 მაისი- ქართული ეროვნული სამოსის დღე

 


ეროვნული სამოსი-ქართული კულტურის უძველესი და მნიშვნელოვანი მონაპოვარი
მადლობა ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრი - ამ დღის ორგანიზებისთვის
18 მაისს ქალაქ ხობის ცენტრალურ პარკში, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებმა მიიღებეს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო:
ეროვნული სამოსით საზეიმო მსვლელობა ;
ეროვნულ თემატიკაზე ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა;
თითოეული სკოლის გერბის პრეზენტაცია;
ეროვნული ცეკვების ნომრები სკოლების შესრულებით.
ღონისძიების მიზანგახლდათ მოსწავლეებში ეროვნული სიამაყისა და კულტურული იდენტობის გაღრმავება, ქართული ეროვნული სამოსისა და ცეკვების პოპულარიზაცია, მოსწავლეთა მხატვრული და ქორეოგრაფიული ნიჭის ფართოდ წარმოჩენა.