სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ კონკრსის ,,მომავალი საქართველო"-ს ფარგლებში შექმნილი ,,ჩვენი ოცნების სათამაშო მედნის" მაკეტს.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობს „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (WB)“ პროექტის 200 სამიზნე სკოლა. I2Q
პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.
პროექტზე მუშაობდნენ STEAM გუნდის წევრები. თითოეულ მათგანს გააჩნია განსხვავებული ინტერესები: რობოტექნიკა და თავსატეხები, მეცნიერება და ექსპერიმენტებზე მუშაობა, ხატვა და ხელოვნების სხვა დარგები, ცხოველთა და მცენარეთა სამყარო, სპორტი და ბოლოს უბრალოდ გართობა.
მაკეტი დაყოფილა თემატურ ზონებად:





ჩვენი პროექტი ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს, მდგრადი განვითარების მიზნებს . შემუშავებული სათამაშო მოედნის მაკეტი ემსახურება არა მხოლოდ გართობას, არამედ განათლებას, თანასწორობასა და ეკოლოგიურ განვითარებას.

ჩვენი მოედანი აერთიანებს თამაშს, კვლევას და შემეცნებას.

შესაძლებელია ყველა ბავშვის ჩართულობა, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების. მოედანი რეალურად იძლევა თანასწორობის განცდას

ჩვენი მაკეტი ასახავს ისეთ ეკო-მეგობრულ ინიციატივებს, როგორიცაა მზის ენერგიის გამოყენება, წვიმის წყლის შეგროვება, ნარჩენების დახარისხება და კომპოსტირება. ეს ყოველივე ხელს უწყობს გარემზე ზრუნვას

მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკა თავმოყრილია ერთ გასართობ მოედანზე .

მოედანი გახდება ადგილი, სადაც არამხოლოდ ბავშვები, არამედ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები შეძლებენ დასვენებას, ერთმანეთთან ურთიერთობასა, გამოცდილების გაზიარებას.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს

No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.