2022-12-08
,,პროფესიის არჩევა – ცხოვრებისეული წარმატების გარანტია“
2022-09-15
სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა გილოცავთ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას
სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა გილოცავთ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას.
2022-04-20
2022-04-15
2022-04-08
ბიბლიოთეკაში გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,9 აპრილი“
სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,9 აპრილი“. კონფერენცია გახსნა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა,თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრანტმა ბაქარ ნადარაიამ. მან საინტერესოდ და დეტალურად ისაუბრა ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებზე, მიმოიხილა როგორ რთული გზის გავლა მოუწია საქართველოს 1989 წლის 9 აპრილამდე .
ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართა დისკუსია გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის ,,ორნი აქა- იქ“ - ის ირგვლივ. ..
“...ნუ გეშინია, შვილო. უფრო ცბიერი და ცბიერი მტრებიც გვყოლია, მაგრამ ხომ გესმის, ახლაც ქართულად ვლაპარაკობთ. ჩვენ გადაშენება არ გვიწერია, შვილო. გადაშენება და გადაჯიშებაც იმათი ხვედრია, ვისაც ბევრი არაფერი აქვთ დასაკარგი და, ბუნებრივია, რაც არ გააჩნიათ, იმას ვერ ებღაუჭებიან ხოლმე...“
როცა ჩვენს მომავალ თაობას წარსულის ტრაგიკული და ამავე დროს დიდებული ამბების კრიტიკული ანალიზი და შეფასება შეუძლიათ, ვფიქრობთ, რომ ისინი შეძლებენ ამ გეოპოლიტიკურად რთულ დროში და ჭარბი ინფორმაციის ხანაში ,სწორად და ადეკვატურად ორიენტირებას , დამოუკიდებლობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებას .
ქეთინო გაბისონია
სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
9 აპრილისადმი მიძღვნილი საკლასო ღონისძიება
პირველ კლასში ქართულის მასწავლებელმა ბელა ხორავა და კლასის ხელმძღვანელმა ქეთინო ქაჯაიამ ჩაატარეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი საკლასო ღონისძიება. 🥰 ოთახში ბევრი დროშა ფრიალებდა, მაგრამ მათ შორის იყო ერთი გამორჩეული სამფეროვანი დროშა, განსაკუთრებული ისტორიით...
საკუთარი ხელებით შეკერილი ამ დროშით იდგა 1989 წლის 9 აპრილს ქალბატონი ქეთევან ქაჯაია მთავრობის სახლის წინ . დღეს ამ კლასს ქეთინო მასწავლებლის სახით 9 აპრილის თვითმხილველი ჰყავდა, რომლიც წლების წინ ამ დროშა გამარჯვებისა და იმედის სიმბოლოდ ქმნიდა ....