2022-12-08

,,პროფესიის არჩევა – ცხოვრებისეული წარმატების გარანტია“

  

ამა თუ იმ პროფესიისადმი ინტერესის გამომუშავება ერთბაშად არ ხდება, არამედ დროთა განმავლობაში. მასზე ზეგავლენას ახდენს მათემატიკის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ქიმიის, ბუნებისმეტყველებისა და ზოგი სხვა თეორიული საგნის სწავლება, არაფორმალური განათლება, ინდივიდუალური პროფესიული კონსულტაციები და სხვა. მოსწავლეებს წარმოდგენა ექნებათ რომელიმე ან რამდენიმე პროფესიაზე და მათ საჭიროებაზე შრომის ბაზარზე.
სწორედ ამ მიზნით დაგეგმა სსიპ ქალა ხობის N1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა, მანანა წულეისკირმა, მოსწავლეთა ვიზიტი ხობში მდებარე კომპანია -შპს ,,გეოპრიპრავას“ -ში.
კომპანიის დირექტორმა, ისაკი წულეისკირმა მოსწავლეებს დეტალურად აუხსნა და აჩვენა დაფნის ფოთლის წარმოების სრული პროცესი. ისაუბრა სოციალური და გარემოსდაცვითი ზემოქმედების თვალსაზრისით საწარმოთა კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე. მოსწავლეების მხრიდან დაისვა საინტერესო კითხვები, ბატონმა ისაკმა ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხები.
მადლობა გვინდა ვუთხრათ ბატონ ისაკს მასპინძლობისთვის და საინტერესო შეხვედრისთვის.









No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.