სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,9 აპრილი“. კონფერენცია გახსნა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა,თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრანტმა ბაქარ ნადარაიამ. მან საინტერესოდ და დეტალურად ისაუბრა ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებზე, მიმოიხილა როგორ რთული გზის გავლა მოუწია საქართველოს 1989 წლის 9 აპრილამდე .
ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართა დისკუსია გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის ,,ორნი აქა- იქ“ - ის ირგვლივ. ..
“...ნუ გეშინია, შვილო. უფრო ცბიერი და ცბიერი მტრებიც გვყოლია, მაგრამ ხომ გესმის, ახლაც ქართულად ვლაპარაკობთ. ჩვენ გადაშენება არ გვიწერია, შვილო. გადაშენება და გადაჯიშებაც იმათი ხვედრია, ვისაც ბევრი არაფერი აქვთ დასაკარგი და, ბუნებრივია, რაც არ გააჩნიათ, იმას ვერ ებღაუჭებიან ხოლმე...“
როცა ჩვენს მომავალ თაობას წარსულის ტრაგიკული და ამავე დროს დიდებული ამბების კრიტიკული ანალიზი და შეფასება შეუძლიათ, ვფიქრობთ, რომ ისინი შეძლებენ ამ გეოპოლიტიკურად რთულ დროში და ჭარბი ინფორმაციის ხანაში ,სწორად და ადეკვატურად ორიენტირებას , დამოუკიდებლობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებას .
ქეთინო გაბისონია
სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.