2024-12-30
2024-12-27
პროგრამა ,,ტანსაცმლის დიზაინი და კერვის ტექნიკა’’. კოლეჯ „ფაზისი“-დან ჩვენს სკოლაში წარმატებით განხორციელდა
სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების გამომუშავება, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენს პრიორიტეტულ საკითხს.
სსიპ კოლეჯ „ფაზისი“ და სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა, როგორც პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მიზნით რამოდენიმე წელია წარმატებით ვთანამშრომლობთ.
2024 წლის ოქტომბრიდან განხორციელება დაიწყო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამამ ,,ტანსაცმლის დიზაინი და კერვის ტექნიკა’’. კოლეჯ „ფაზისი“-დან სასწავლო პეოცესს უძღვებოდა ქალბატონი ელისო დემურია, როგორც სკოლის წარმომადგენელი ჩართული იყო ქალბატონი თამილა გერგაია.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა პოზიტიურ, თანამშრომლობით გარემოში. ყოველი შეხვედრა მოსწავლეებისთვის იყო მამოტივირებელი , სიხარულით იყვნენ ჩართული თითეული აქტივობის მსველეობაში. .
ამ შესაძლებლობისათვის გვინდა მადლობა გადავუხადოთ კოლეჯ „ფაზისი“- ს დირექტორს ქალბატონ ნინო ბაკურაძეს , აგრეთვე პროექტის განხორცილებაში აქტირუად ჩართულ ადამიანებს : მანანა ლორჩოშვილს, პედაგოგებს თამილა გერგაიას და ელისო დემურიას.
და ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მოსწავლეებს.
2024-11-28
პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“
პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმართველობის მხარდაჭერით, საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ -ს ფარგლებში სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი გადაეცათ . მათ შორის იყვნენ სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები:











2024-11-26
ანრი შენგელია-ჩვენი სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული
მე-10 კლასის მოსწავლე ელენე ჯობავა Erasmus+ გამარჯვებული გახდა
სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ელენე ჯობავა, გახდა Erasmus+ პროგრამის გამარჯვებული. მონაწილეები წარადგინა ქალთა ფონდმა- „სოხუმი".
2024-11-25
ცოტნე ქაჯაია STEM სკოლის სასწავლო ონლაინ კურსის წარმატებული მოსწავლე
2024-11-21
გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული
2024-11-19
„ერის მამა“
![]() |
ქართული ენის მასწავლებელი ზაირა ცხადაია |
ილია ჭავჭავაძემ, რომელსაც „ერის მამას“ ვუწოდებთ, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენი ენისა და კულტურის შენარჩუნებაში, სკოლების დაარსებაში და განათლების ხელშეწყობაში .ჩვენი ქვეყნის იდენტობის დაცვაში.
2024-11-18
ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ
სსიპ ქ.ხობის N1 საჯარო სკოლის დირექციამ, ეროვნული სასახლისა და ეროვნული მედიათეკის მიერ ორგანიზებულ, იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ ნახატების კონკურსზე აქტიური მონაწილეობისათვის სიგელები გადასცა შემდეგ მოსწავლეებს: ელენე გერგაია, კახი ნადარაია, თეკლა დავითულიანი, ირინე თოდუა, ნინო ქავთარაძე, საბა სიჭინავა, ბარბარე საჯაია, ანამარია ქაჯაია,ანა პაჭკორია,მარიამ ზარანდია, სოფია ზარანდია, ლილე ხარბედია, ნიკა ქავთარაძე, რომა ჯობავა, ილია ფირცხელავა, ქრისტინე საჯაია, ლიზი შონია, ბარბარე კინწურაშვილი, ანასტასია დარასელია. მადლობას გიხდით კონკურსში ჩართულობისათვის!წარმატებებს გისურვებთ!
ქ.ხობის N1 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი მარინა ჯღარკავა
2024-11-14
შემოდგომა-გაკვეთილები პირველ კლასელებთან
ჭადრაკი- წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს ნახევარფინალში
1/4 ფინალის შედეგები



2024-11-09
გაბრიელ ქანდარიამ პირველი ადგილი დაიკავა
ჭადრაკის საკვალიფიკაციო ტურნირზე გაბრიელ ქანდარიამ უმცროს მოჭადრაკეთა შორის V თანრიგზე, სადაც 33 მოჭადრაკე მონაწილეობდა, პირველი ადგილი დაიკავა
სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა, ჭადრაკის საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველი ადგილის დაკავებას ულოცავს მესამე კლასის მოსწავლეს, გაბრიელ ქანდარას და უსურვებს შემდეგ წარმატებებს
2024-11-07
პირვეკლასელები სტუმრად ბიბლიოთეკაში
,,სწავლა, ცოდნა და მეცნიერება ღონეა იმისთანა,რომელსაც წინ ვეღარაფერი ვერ უდგება...
სტუმრად ბიბლიოთეკაში
2024-10-16
კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა
ეროვნული სასახლის მედიათეკის მიერ, იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა ( სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი მარინე ჯღარკავა)
2024-10-11
ელენე და ირაკლი ჯობავები მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)-ის ფინალურ ეტაპზე
სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)-ის ფინალურ ეტაპზე გადასვლას ულოცავს მე-10კლასის მოსწავლეებს: ელენე და ირაკლი ჯობავებს. მასწავლებელი ლელა ხითარიშვილი.
ოლიმპიადა ,,ევერესტის" საგაზაფხულო სეზონის ფინალისტები
სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა ულოცავს მათემატიკური ოლიმპიადა ,,ევერესტის" საგაზაფხულო სეზონის ფინალისტებს : ანამარია ქაჯაიას (მასწავლებელი ლელა უბილავა) ,ილია არჯევანიძეს და ცოტნე ქაჯაიას (მასწავლებელი ხათუნა გერგაია) მიღწეულ წარმატებებს.
2024-10-07
2024-10-05
ახალი ციფრული ხელოვნების ნიმუშები




2024-10-02
ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (IBRD)"
სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა ჩართულია მსოფლიო ბანკის (IBRD) მიერ დაფინანსებულ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტში „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (IBRD)". პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის მიზანია ზოგად განათლებაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი IBF International Consulting S.A. ხელმძღვანელობით. საერთაშორისო კონსორციუმი პროგრამის მართვის გუნდთან და სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს:
1). მთლიანი სკოლის გაუმჯობესების გეგმები და პროგრამები;
2). მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების დახვეწა-განვითარების ხელშეწყობა;
3). მოსწავლეთა შედეგების ეროვნული შეფასების პოლიტიკის განხორციელება.
პროექტის ფარგლებში წარმომადგენლები ესტუმრნენ სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლას , დაათვალიერეს სკოლის ინფრასტრუქტურა. სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე, გამოწვებებზე, აქტივობებზე რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გვეძლევა გავაგრძელოთ თანამშრომლობა.