2026-07-18

25 წელი ტკბილი მოგონებებიდან!

​ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის 2001 წლის კურსდამთავრებულები სკოლის დამთავრების 25 წლის იუბილეზე შეიკრიბნენ. მეოთხედი საუკუნის შემდეგ, ბავშვობის მეგობრებმა ისევ ერთად მოიყარეს თავი, გაიხსენეს სასკოლო წლები, საყვარელი პედაგოგები და ის დაუვიწყარი წუთები, რომლებმაც მათ ერთმანეთი მყარად დაუკავშირა.

​ეს იყო სიყვარულით, მონატრებითა და სიხარულით სავსე დღე, რომელიც კიდევ დიდხანს დარჩება თითოეული მათგანის მეხსიერებაში. 





2026-07-06

ენერგეტიკის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენაზე ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

 


✅საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის -  „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ქ. სენაკის ტექნოპარკში ,ხობის და სენაკის მოსწავლეების მიერ  ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების      გამოფენა/პრეზენტაცია გაიმართა.

   ✅დაჯილდოების ღონისძიებაზე  საპატიო სტუმრებმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.  

  ✅ საუკეთესოთა  შორის საუკეთესოდ დასახელდნენ სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის  მოსწავლეები:

ცოტნე ქაჯაია 

მონიკა თათარიშვილი-რომლებიც  პორტატული  კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს . ვუსურვებთ შემდგომ  წარმატებებს. 


2026-05-28

ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით! გამარჯვება ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტში

 


სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მე-8(ა) კლასის მოსწავლე მონი​კა თათარიშვილი და მე-8(ბ) კლასის მოსწავლე ცოტნე ქაჯაია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის — „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ — გამარჯვებულები გახდნენ!

ვულოცავთ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებელს, მანანა ჭანტურიას, ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ წინსვლას.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრს აქტიური მხარდაჭერისთვის.

2026-04-09

ლიტერატურული კომპოზიცია- ,,ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!..“ 🇬🇪🇬🇪🇬🇪


 

    ,,უფრო ცბიერი და ცბიერი მტრებიც გვყოლია, მაგრამ ხომ გესმის, ახლაც ქართულად ვლაპარაკობთ. ჩვენ გადაშენება არ გვიწერია... 

      გადაშენება და გადაჯიშებაც იმათი ხვედრია, ვისაც ბევრი არაფერი აქვთ დასაკარგი და, ბუნებრივია, რაც არ გააჩნიათ, იმას ვერ ებღაუჭებიან ხოლმე. 

... ნუ გეშინია. დიდ წინაპართა უყოლობამ, ბლომად შურიც იცის ხოლმე, არაა დიდად გასაკვირვი..."

გურამ დოჩანაშვილი-  „ორნი აქა-იქ“


მასწავლებლი : მარინე ჯღარკავა

ვიდეო: ირაკლი შონია-ხობარი 



2026-03-13

ხობის N1 საჯარო სკოლის მთავარი კორპუსის სახურავის მოწყობის პროექტი ხორციელდება

  



საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მთავარი კორპუსის სახურავის მოწყობის პროექტი ხორციელდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 124 793 ლარია.

პროექტებს ხობის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს.

2026-01-28

გენეტიკა გუშინ, დღეს და ხვალ — XI კლასელთა კვლევა და პრეზენტაცია

🧬 სიცოცხლის კოდის ძიებაში: XI კლასელების სამეცნიერო მოგზაურობა

რა განსაზღვრავს ჩვენს ვინაობას? როგორ იწერება სიცოცხლის კოდი და სად გადის ზღვარი დღევანდელ შესაძლებლობებსა და ხვალინდელ ფანტასტიკას შორის?

ამ კითხვებზე პასუხის საძიებლად ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა ნამდვილი სამეცნიერო მოგზაურობა მოაწყვეს. პრეზენტაცია თემაზე — „გენეტიკა გუშინ, დღეს და ხვალ“ — არ იყო მხოლოდ თეორიული მასალის მიმოხილვა. ეს იყო სიღრმისეული მსჯელობა მემკვიდრეობითობის საიდუმლოებებზე: მენდელის ფუნდამენტური კანონებიდან დაწყებული, თანამედროვე გენურ ინჟინერიამდე და იმ იმედისმომცემ პერსპექტივებამდე, რომლებსაც მომავლის მედიცინა გვპირდება.

პროექტის გზამკვლევი: ამ საინტერესო ინიციატივის სულისჩამდგმელი ბიოლოგიის მასწავლებელი — თამილა გერგაია გახლავთ. სწორედ მისი პროფესიონალიზმისა და ენთუზიაზმის დამსახურებაა, რომ მოსწავლეებმა შეძლეს რთული სამეცნიერო საკითხების ასე შემოქმედებითად გააზრება. ქალბატონმა თამილამ კიდევ ერთხელ დაანახა ახალგაზრდებს, რომ ბიოლოგია ცოცხალი, მუდმივად განვითარებადი მეცნიერებაა, რომელიც ჩვენს თვალწინ ცვლის სამყაროს.

🙌 ვულოცავთ XI კლასელებს ამ წარმატებულ ნაბიჯს! სკოლა ამაყობს თქვენი ნოვატორული ხედვითა და მეცნიერებისადმი ასეთი დიდი ინტერესით.

#სკოლა #განათლება #გენეტიკა #ბიოლოგია #მეცნიერება #მომავალითაობა

2025-12-26

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 

ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშების გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება გაიმართა.

მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული საჯარო სკოლების გუნდები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. მათ შორის იყვნენ სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდებიც, რომლებმაც შემდეგი შედეგები აჩვენეს:

  • ფრენბურთი (გოგონები) – I ადგილი;

  • მძლეოსნობა (ვაჟები) – I ადგილი;

  • მხიარული სტარტები – I ადგილი;

  • კალათბურთი (გოგონები) – II ადგილი.

ვულოცავთ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს ამ დიდ წარმატებას და მომდევნო ეტაპზე გამარჯვებას ვუსურვებთ!

მასწავლებლები: ლაშა სიჭინავა, მზია ჯობავა-სატაური.

წარმოგიდგენთ ტვინების ბრძოლის ფინალისტბს!

  

ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ ფინალურ ტურში ასპარეზობის დასრულებას!
​მართალია, ამჯერად გამარჯვების თასი სხვას ხვდა წილად, მაგრამ თქვენ მოიპოვეთ რაღაც უფრო ძვირფასი — გამოცდილება და პროფესიული ზრდა.
​ ​გვეამაყება, რომ ჩვენი სკოლიდან ასპარეზობაში მონაწილე ხუთივე გუნდმა ბრწყინვალედ გაართვა თავი დასახულ ამოცანებს და საპატიო ადგილი დაიკავა ფინალურ ტურში!
​ეს წარმატება თქვენი დაუღალავი შრომის, გუნდურობისა და ნიჭის დამსახურებაა. ფინალში ასპარეზობა არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ უნიკალური გამოცდილებაა, რომელიც წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია თქვენს განვითარებაში.
​დაიმახსოვრეთ:
​თითოეული გამოწვევა ახალი შესაძლებლობაა.
​თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ, რადგან საუკეთესოთა შორის მოხვდით.

2025-12-10

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი - ვახო ლოლუა, მშობლიურ სკოლაში

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი - ვახო ლოლუა, მშობლიურ სკოლაში
ჩვენ გვჯერა, ვახო ბევრჯერ გაიმარჯვებს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე.
გვეამაყება და ვუსურვებთ წარმატებებს.

2025-12-08

ფოთმა ქართული ლიგის ფესტივალს უმასპინძლა

ფოთმა ქართული ლიგის ფესტივალს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ფოთის, ხობისა და სენაკის სკოლები. 

ფესტივალში წარმოდგენილი იყო 8 კრეატიული გუნდი:

🔹 ჰარალე – ფოთის IV საჯარო სკოლა

🔹 მანდარინები – ხეთის საჯარო სკოლა

🔹 ფენექსი – ფოთის XII საჯარო სკოლა

🔹 არველოდი – ხობის I საჯარო სკოლა

🔹 ბორბოლია – სენაკის ნაკრების გუნდი

🔹 ბავშვები 402 ოთახიდან

🔹 ხოხობი – ხობის II საჯარო სკოლა

🔹 გრანდი – ფოთის XV საჯარო სკოლა

🥇 ფესტივალის გამარჯვებული გახდა გუნდი „გრანდი“.

🥈 II ადგილი – გუნდი „არველოდი“.

🥉 III ადგილი – გუნდი „ბორბოლია“.

აღნიშნული ფესტივალი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომელიც ხელს უწყობს მათ ნიჭისა და უნარების გამოვლენაში.

2025-11-14

ვულოცავთ და მადლობას ვუხდით "ენების ევროპული დღეების" კვირეულში მონაწილე ყველა მოსწავლეს!

 

ვულოცავთ და მადლობას ვუხდით "ენების ევროპული დღეების" კვირეულში მონაწილე ყველა მოსწავლეს!

სასიამოვნოა, რომ მათი მონდომება და აქტიურობა დაფასდა და სამახსოვრო საჩუქრებით აღინიშნა.

განსაკუთრებული მადლობა და აღიარება მასწავლებლებს, მათ შორის ქალბატონ დიანა ქაჯაიას, ამ ღონისძიების ორგანიზებასა და წარმართვაში შეტანილი წვლილისთვის.


ენების ევროპული დღე (European Day of Languages) მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს ევროპაში არსებული ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციას.

2025-11-12

ვულოცავ სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებას!

ვულოცავ სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებას!

ეს მათი დიდი წარმატებაა! განსაკუთრებული მილოცვა და მადლობა მასწავლებელს, ბატონ ლაშა სიჭინავას, გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის! 🏆

წარმატებებს ვუსურვებ გოგონებს მომავალ ასპარეზობებშიც!

2025-09-26

ხობის კულტურის სასახლეში ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

 


ხობის კულტურის სასახლეში ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

  სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდო მიიღეს : მანანა ჭანტურიამ, ადა შონიამ, ნელი ახალაიამ და  მარინა ზარანდიამ.

   ძვირფასო კოლეგებო, მადლობას გიხდით  მომავალი თაობების აღზრდაში  შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 

2025-09-15

2025-2026 სასწავლო წლის დაწყება (ფოტო+ვიდეო)

 




ახალი 2025-26 სასწავლო წლის დაწყების ფოტოები.
ფოტო: ირაკლი შონია-ხობარი