2024-03-26

წიგნის საჯარო კითხვა


ეროპელი ავტორების დღესთან დაკავშირებით, 25 მარტს, სსიპ ქალაქ ხობის N1 სჯარო სკოლაში მოეწყო წიგნის საჯარო კითხვა.
სკოლის ბიბლიოთეკაში მე-6 კლასელებმა დაიწყეს ლინდა მალალი ჰანთის ნაწრმოების - ,,თევზი ხეზე“- კითხვა. წიგნის , რომელსაც ავტორი მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უძღვნის:
„მასწავლებლებს, რომლებიც მოსწავლეში, უპირველეს ყოვლისა, ბავშვს ხედავენ; რომლებიც გვახსენებენ, რომ თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული; რომლებიც ხელს გვიწყობენ, ვიყოთ გამორჩეული და არ ვეცადოთ, ერთმანეთს დავემსგავსოთ.
ბავშვებს,
რომლებიც პოულობენ შინაგან ძალას,
ნებისმიერ ძალას გაუმკლავდნენ.
თქვენ გმირები ხართ.
ეს წიგნი თქვენთვისაა”.
II და IV კლასის მოსწავლეებმა წასაკითხად : , მარია ფარის -,,ვაფლის გულები“ და ასტრიდ ლინდგერნის- ,,ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ შეარჩიეს .

2024-03-22

კამპანია „მოიწვიე ფინედუ კლასში"

 

ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლაში განხორციელდება ღონისძიება სახელწოდებით: „მოიწვიე ფინედუ კლასში".
21 მარტს ფინედუს დესპანებმა VI კლასის მოსწავლეებისთვის (მასწვლეებელი Khatuna Gergaia) გაკვეთილი ჩაატარეს და ასაკის შესაბამისად, განიხილეს ფინანსური განათლების სხვადასხვა თემა. მათ შორის: ფულისა და ქართული ფულის ისტორია, ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობა, ფინანსური უსაფრთხოება და ა.შ.
გაკვეთილი წრიმართა პოზიტიურ გარემოში, ინტერაქტიულ ფორმატში. მოსწვლეებმა დასვეს ბევრი შეკითხვა, რომლებზედაც მიიღეს ამომწურავი პასუხი.
გვინდა მადლობა ვუთხრათ ფინედუს დესპანებს საინტერესოდ და სახალისოდ ჩატრებული გკვეთილისთვის.

არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დაცვის თემაზე შეხვედრა გაიმართა

 

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებში დაიწყო შეხვედრების ციკლი არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დაცვის თემაზე.

ციკლის ფარგლებში, დღეს, შეხვედრა გაიმართა ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის IX –XII კლასების მოსწავლეებთან. 

შეხვედრის მონაწილეებთან არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დაცვის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებზე და სამართლებრივ რეგულაციებზე მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებმა, მერიაში გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელმა პირმა და შსს ხობის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელმა ისაუბრეს და მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დაცვის თემაზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ხობის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში ჩატარდება.

2024-03-21

ღონისძიება სახელწოდებით: "მოიწვიე ფინედუ კლასში".

 

ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლაში განხორციელდა ღონისძიება სახელწოდებით: "მოიწვიე ფინედუ კლასში".
21 მარტს ფინედუს დესპანებმა VI კლასის მოსწავლეებისთვის (მასწვლეებელი Khatuna Gergaia) გაკვეთილი ჩაატარეს და ასაკის შესაბამისად, განიხილეს ფინანსური განათლების სხვადასხვა თემა. მათ შორის: ფულისა და ქართული ფულის ისტორია, ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობა, ფინანსური უსაფრთხოება და ა.შ.
გაკვეთილი წრიმართა პოზიტიურ გარემოში, ინტერაქტიულ ფორმატში. მოსწვლეებმა დასვეს ბევრი შეკითხვა, რომლებზედაც მიიღეს ამომწურავი პასუხი.
გვინდა მადლობა ვუთხრათ ფინედუს დესპანებს საინტერესოდ და სახალისოდ ჩატრებული გკვეთილისთვის.

2023-12-28

ლამარა ბერიშვილს მოფერება სიყვარულის წილ...

 


#მილოცვა

 წლებია ჩუმი სიყვარული მაკავშირებს სულმნათი მეგობრისა და თანამოკალმის ბატონ ნოდარ შონიას დიდებულ ოჯახთან.

რაც მეტია საყვარელი ოჯახის დიდებულება, სულის  ზეობა და ღვაწლი ქვეყნის წინაშე, მით მეტია ფიქრი_შეძლებ თუ არა შესაფერისად ჩაწვდე ამ დიდებულების  საიდუმლოს.


ახლა როცა მეც ასაკში ვარ და ხშირად ფიქრით ახალგაზრდობას ვუბრუნდები, თითქოს გამიქრა შიშნარევი ფიქრი და ვხვდები, რომ ყველა სიკეთე, რაც ამ ოჯახის წარსულსა და დღევანდელობას ეხება, ამ დიდებული (საგანგებოდ ვიმეორებ ამ სიტყვას) ოჯახის  დედაბოძს ქალბატონ ლამარას ეკუთვნის.

დეკემბრის 28-ში დაბადებულისთვის წლებს დაუთოვია, 85-ის გამხდარა.…

მახსოვს წლების წინათ, ყოველ დილით მხვდებოდა მხრებში გამართული, დატალღული შავი თმებით სამსახურში მიმავალი, მისი ღიმილიანი სალამი სასიამოვნოდ მომაცილებდა.…ხობის #1 საბავშვო ბაღის გამგე გახლდათ. თავის შვილებს ორ გოგონას ნინოს და ნონას, ვაჟ ნუგზარის (ხვიჩა) სკოლისკენ გააცილებდა, თავად `შვილობილებთან~ მიეჩქარებოდა. თამამად შემიძლია ვთქვა, იგი ყველას უყვარდა, რადგან ყველგან სიყვარულს თესდა. აღსაზრდელთა მშობლები კი გულდინჯად იყვნენ, იცოდნენ რომ ქ_ნი ლამარა მათ შვილებს მისხალ-მისხალ ერთნაირად უნაწილებდა დიდ სიყვარულს... არადა სამი შვილის დედას საზრუნავიც ბევრი ჰქონდა. გამორჩეულად ნიჭიერი შვილების საქციელი გულს მალამოდ ედებოდა.

წლებმა თავისი გაიტანა, დამსახურებულ პენსიაზე გასვლის დროც დადგა, არ დაუხანებია, უკვე შვილიშვილების ბებია გულის სითბოს  ყველას ერთნაირად უნაწილებდა მათ წარმატებულ გზას დღესაც კმაყოფილებით გაჰყურებს...………

აკი ვთქვი, 28 დეკემბერი ქალბატონ ლამარა ბერიშვილ-შონიას დაბადების დღეა, საახალწლოდ იკრიბება მისი მონაგარი_შვილები და შვილიშვილები, უკრავენ ფორტეპიანოზე (კონკურსებში გამარჯვებული შვილიშვილები), ართობენ და სიყვარულით ეფერებიან თმადათოვლილ ლამაზ ბებოს, ქალიშვილები ულოცავენ ნინო_დედაქალაქიდან, ნონა_იტალიიდან. მათი ოჯახი ხომ `ნიჭიერთა საკრებულო~ გახლავთ, ხვიჩას ოთხი ვაჟიდან სამმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და სტუდენტები არიან, ,,პატარა" კი მეათე კლასის მოსწავლეა, ალბათ, მკითხველიც დამეთანხმება, ამ სახელდახელო მოლოცვაში ვერც ყველა სურვილს დავატევდი და ვერც იმ დიდ სიყვარულს ჩავდებდი, რომელიც  მასთან მაკავშირებს, უბრალოდ მინდოდა იმ სიყვარულის წილ მოვფერებოდი, რაც მისგან მიმიღია და დღემდე მახსოვს..

 დიდი სურვილი მაქვს დიდხანს, დიდხანს მეგულებოდეთ ამ დიდი, ლამაზი და ნიჭიერებით სავსე ოჯახის დიასახლისად ქალბატონო ლამარა, გეფერებით, უფალს ვთხოვ მზეგრძელი გამყოფოთ. გთხოვთ, ეს პატარა მოლოცვაც დიდი სიყვარულის გამოხატვად ჩამითვალოთ.

უდიდესი პატივისცემით მერი ლაგვილავა…

გაზეთი ,,ხობის მოამბე" 2023 წელი

#ხობელები