2023-03-06

მოსწავლეების პირველი შეხვედრა ,,ცოცხალ მწერალთან“




სსიპ ქალაქ  ხობის N1 საჯარო სკოლაში USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს მკითხველთა კლუბი. კლუბის ფარგლებში დღეს შედგა შეხვედრა USAID საბაზისო განათლების პროგრამის წიგნიერების მიმართულების უფროს კონსულტანტთან, გზამკვლევებისა და სტატიების კრებულების ავტორთან ბატონ პაატა პაპავასთან, რომელმაც მოსწავლეებს წაუკითხა საკუთარი მოთხრობა - ,,დაკარგული პაიკი“

    ეს იყო მოსწავლეების პირველი შეხვედრა ,,ცოცხალ მწერალთან“, რომელიც ძალიან საინტრესო აღმოჩნდა მათთვის .

    გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ პაატას   და შეხვედრის ორგანიზატორებს ქალბატონებს Khatuna Gergaia და ლელა ცარციძეს

2022-12-08

,,პროფესიის არჩევა – ცხოვრებისეული წარმატების გარანტია“

  

ამა თუ იმ პროფესიისადმი ინტერესის გამომუშავება ერთბაშად არ ხდება, არამედ დროთა განმავლობაში. მასზე ზეგავლენას ახდენს მათემატიკის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ქიმიის, ბუნებისმეტყველებისა და ზოგი სხვა თეორიული საგნის სწავლება, არაფორმალური განათლება, ინდივიდუალური პროფესიული კონსულტაციები და სხვა. მოსწავლეებს წარმოდგენა ექნებათ რომელიმე ან რამდენიმე პროფესიაზე და მათ საჭიროებაზე შრომის ბაზარზე.
სწორედ ამ მიზნით დაგეგმა სსიპ ქალა ხობის N1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა, მანანა წულეისკირმა, მოსწავლეთა ვიზიტი ხობში მდებარე კომპანია -შპს ,,გეოპრიპრავას“ -ში.
კომპანიის დირექტორმა, ისაკი წულეისკირმა მოსწავლეებს დეტალურად აუხსნა და აჩვენა დაფნის ფოთლის წარმოების სრული პროცესი. ისაუბრა სოციალური და გარემოსდაცვითი ზემოქმედების თვალსაზრისით საწარმოთა კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე. მოსწავლეების მხრიდან დაისვა საინტერესო კითხვები, ბატონმა ისაკმა ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხები.
მადლობა გვინდა ვუთხრათ ბატონ ისაკს მასპინძლობისთვის და საინტერესო შეხვედრისთვის.

2022-09-15

სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა გილოცავთ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას

 სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა გილოცავთ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას.

წარმატებული წელი ყოფილიყოს


2022-04-20

ხობის N1 საჯარო სკოლის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირის გამარჯვებულია

 

ხობის N1 საჯარო სკოლის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირის გამარჯვებულია

2022-04-15

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

 ,,ქართული მარტო ენაა?! -

ქართული ქართველთ რწმენაა

ღმერთია

ბედისწერაა!

ზღვა როა! -

იმოდენაა!"




































2022-04-08

ბიბლიოთეკაში გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,9 აპრილი“

 

 სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში  გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,9 აპრილი“. კონფერენცია გახსნა  ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა,თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრანტმა  ბაქარ ნადარაიამ. მან საინტერესოდ და დეტალურად  ისაუბრა ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებზე,  მიმოიხილა როგორ  რთული გზის გავლა მოუწია საქართველოს    1989 წლის 9 აპრილამდე .

   ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართა  დისკუსია გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის ,,ორნი აქა- იქ“ - ის ირგვლივ. ..

    “...ნუ გეშინია, შვილო. უფრო ცბიერი და ცბიერი მტრებიც გვყოლია, მაგრამ ხომ გესმის, ახლაც ქართულად ვლაპარაკობთ. ჩვენ გადაშენება არ გვიწერია, შვილო. გადაშენება და გადაჯიშებაც იმათი ხვედრია, ვისაც ბევრი არაფერი აქვთ დასაკარგი და, ბუნებრივია, რაც არ გააჩნიათ, იმას ვერ ებღაუჭებიან ხოლმე...“

      როცა ჩვენს  მომავალ  თაობას წარსულის ტრაგიკული და ამავე დროს დიდებული ამბების კრიტიკული ანალიზი  და შეფასება შეუძლიათ, ვფიქრობთ, რომ ისინი  შეძლებენ  ამ გეოპოლიტიკურად რთულ დროში და ჭარბი ინფორმაციის ხანაში ,სწორად და ადეკვატურად ორიენტირებას ,  დამოუკიდებლობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებას .

ქეთინო გაბისონია

სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

9 აპრილისადმი მიძღვნილი საკლასო ღონისძიება

 


პირველ კლასში ქართულის მასწავლებელმა ბელა ხორავა  და კლასის ხელმძღვანელმა ქეთინო ქაჯაიამ ჩაატარეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი საკლასო ღონისძიება. 🥰 ოთახში ბევრი დროშა ფრიალებდა, მაგრამ მათ შორის იყო ერთი გამორჩეული სამფეროვანი დროშა, განსაკუთრებული ისტორიით...
       საკუთარი ხელებით შეკერილი ამ დროშით იდგა 1989 წლის 9 აპრილს  ქალბატონი  ქეთევან ქაჯაია მთავრობის სახლის წინ . დღეს ამ კლასს ქეთინო მასწავლებლის სახით 9 აპრილის თვითმხილველი  ჰყავდა, რომლიც წლების წინ  ამ  დროშა გამარჯვებისა და იმედის სიმბოლოდ ქმნიდა ....